საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყოფილი პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს:
“რაღაცნაირი შოკი მივიღე გუშინ. დაკრძლვაზე ვიყავი, მაგრამ სანამ დანიშნულების ზუსტ ადგილს მივაგნებდი სხვადასხვა ეკლესიაში აღმოვჩნდი. გამოსვენება ტაძრიდან უნდა ყოფილიყო. არადა საბურთალოზე ერთ პატარა ტერიტორიაზე 4 ტაძარი ყოფილა. ჰოდა, აქედან სამში ვიყავი. ჯერ ახსნა იყო რთული, სულ ახლებია და არც მძღოლმა იცის და არც მიმსვლელმა რომელი სადაა, მიდის რჩევა: აი, იმ სასაფალაოსთან, ახალთან, ძველთან, კერძოსთან…. ამასობაში კინაღამ დავაგვიანე.
და რა მაინტერესებს თითო მღვდელზე თითო ტაძარია, თუ როგორ არის ეგ ამბავი? ავტოგასამართია, აფთიაქი თუ რესტორანი? ასე ყოველი ფეხის ნაბიჯზე? როგორ ყველაფერს თქვენვე აბაიბურებთ, ჩვეულებრივს ხდით, საყოველთაოს….. არაფერი, არაფერი ღმერთთან საერთო არ გაქვთ, ჩვეულებრივ ბიზნესად აქციეთ და მოირგეთ კუკულსავით ყველაფერი. რანაირი უღმერთოები ხართ. ერთხელაც იქნება და გამოგყრით მაგ ეკლესიებად ქცეული შენობებიდან ღმერთი, ან დარჩებით მრევლის და მორწმუნეს გარეშე… ღმერთო, შენ უშველე მართლა ყველა ნამდვილ მორწმუნეს რამხალა იმედგაცრუებაა ელოდებათ წინ”, – წერს მანჯგალაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.