თემურ ალასანია ჩამოვიდა სააკაშვილისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში. როგორც ვიცი, სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. როგორც ჩანს, დასახმარებლად მოიხმეს “კაგებეშნიკი” ბიძა, რომელმაც თავის დროზე დისშვილისგან მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა, ანუ პროექტი შექმნა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ “კვირის პალიტრასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე – “რატომ ჰქონდა მას ასეთი გავლენა სააკაშვილზე?” -ხათუნა ხოფერია პასუხობს:
“ის ხომ საბჭოთა სპეცსამსახურების მაღალჩინოსანი იყო. მას ჰქონდა წვდომა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სტრუქტურასთან და იმთავითვე იყო ჩაბმული ლიბერალურ პროექტებში. შესაბამისად, მიშაც იზრდებოდა, როგორც ამ პროექტების კადრი. შემდეგ იყო “ვარდების რევოლუცია”, სადაც მიშა მოგვევლინა ლიდერად, შემდეგ პრეზიდენტად. 2004 წლიდანვე დაიწყო ბიზნესების დატერორება. სხვათაშორის, იმ პერიოდში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელზეც დღეს ხმას არავინ იღებს – აჭარიდან დიდძალი ქონება დაიკარგა. საუბარია ასლან აბაშიძის ქონებაზე. აქ არის ძვირადღირებული ავტომობილების და შვეულმფრენების საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გაირკვეს, მოიძიოს. სააკაშვილის გუნდის წევრებმა აქტიურად დაიწყეს ბიზნესწილების გადაფორმება. ვინაიდან გამოუცდელები იყვნენ როგორც პოლიტიკაში, ასევე ბიზნესში, ბიზნესის მცირე წილს უტოვებდნენ მფლობელს, დანარჩენი თავად მოჰქონდათ. ამასთან, ბიზნესის მფლობელებს მიუჩენდნენ ხოლმე სანდო პირს, რომელიც 2-3 წელიწადში ბიზნესსაც შეისწავლიდა და საქმეშიც კარგად გაერკვეოდა. შემდეგ ბიზნესის პატრონს სრულად ართმევდნენ ქონებას, ზოგჯერ იჭერდნენ კიდეც. ამ საქმეში ძალიან აქტიურად იყო ჩართული თემურ ალასანია. მას მიშა სამშობლოს სიყვარულით არ შეუქმნია, ფული უნდა ეშოვა მისგან, თუმცა, მიშას გარემოცვაში არც ისე გულუბრყვილო ბიჭები აღმოჩნდნენ. როგორც გაირკვა, ზოგიერთს ამერიკაში ლობისტებიც აღმოაჩნდათ, რომლებმაც ალასანიას ჩრდილოვან მმართველად გახდომის საშუალება არ მისცეს. ამ ამბავმა დაპირისპირებაც გამოიწვია. ამიტომ იყო მიშას კარზე რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის ახალაიები და ა.შ. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც ალასანიას ჩაუვარდა და იარაღისა და ნარკოტრანზიტის ბიზნესი სხვებმა წაიღეს. ამის მერე იყო უკრაინის პროექტი, იქაც მიშა იყო მთავარი პერსონაჟი, მაგრამ მიშამ ისევ გააფუჭა საქმე თავისი არაადეკვატურობით.
ვფიქრობ, საქართველოშიც ბიძამისის რჩევით ჩამოვიდა. ჩანს, ალასანიასაც მოჰბეზრდა წარუმატებელ პოლიტიკურ პროექტთან ჭიდაობა, ასაკშია უკვე კაცი. ახლა ჩამოვიდა იმისთვის, რომ დაამშვიდოს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი დისშვილი”, – ამბობს ხოფერია “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
წყარო: “კვირის პალიტრა”
kvirispalitra.ge
ავტორი: – ხათუნა ბახტურიძე