Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

“გაუთვითცნობიერებულმა პირებმა მინდა იცოდეთ…” – ნახეთ, ნინო არაზაშვილის მიმართვა

May 2, 2021
“გაუთვითცნობიერებულმა პირებმა მინდა იცოდეთ…” – ნახეთ, ნინო არაზაშვილის მიმართვა

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ “მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის” კომ­პა­ნი­ის ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­კუ­თა­რი ბრძა­ნე­ბით გა­ი­ზარ­და, რისი უფ­ლე­ბაც არ ჰქონ­და, შე­დე­გად, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით და­მა­ტე­ბით 109 021 ლარი უსა­ფუძ­ვლოდ მი­ი­ღო.

აუ­დი­ტის ცნო­ბით, სა­უ­ბა­რია 2-წლი­ან პე­რი­ოდ­ზე, 2016 წლის ნო­ემ­ბრი­დან – 2018 წლის ნო­ემ­ბრამ­დე. ამ დროს შპს მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი სან­დრო ონოფ­რიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში მრჩევ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ი­ნიშ­ნა.

ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო არა­ზაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სან­დრო ონოფ­რიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა, ბრალ­დე­ბებს პა­სუ­ხობს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

“ვეხ­მა­უ­რე­ბი სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში მომ­ზა­დე­ბულ მა­სა­ლებს, რო­მე­ლიც ჩემი მე­უღ­ლის, სან­დრო ონოფ­რიშ­ვი­ლის, მი­მართ უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა.

გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბულ­მა პი­რებ­მა მინ­და იცო­დეთ, რომ ტექ­ნი­კუ­რა­დაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია სან­დროს, რო­გორც „სა­ქარ­თვე­ლოს მთის კუ­რორ­ტე­ბის კომ­პა­ნი­ის“ ყო­ფილ დი­რექ­ტორს ამ პოსტზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში თვით­ნე­ბუ­რად გა­ე­ზარ­და ხელ­ფა­სი, რო­დე­საც სა­მი­ნის­ტრო კომ­პა­ნი­ის ბი­უ­ჯეტ­სა და სა­ხელ­ფა­სო გა­ნაკ­ვეთს ყო­ველ­წლი­უ­რად ამ­ტკი­ცებს.

ხელ­ფა­სის დე­ტა­ლებს ჩემი პოს­ტის მი­წუ­რულ­საც და­ვუბ­რუნ­დე­ბი. მა­ნამ­დე მისი უფ­ლე­ბაა ჯერ არ აკე­თებ­დეს კო­მენ­ტარს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი კი ჩემ­გან მი­ი­ღებთ პა­სუ­ხებს კი­თხვებ­ზე: მოხ­სნის მა­გივ­რად რა­ტომ და­ა­წი­ნა­უ­რეს და რა მიღ­წე­ვე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით მო­ე­მა­ტა ხელ­ფა­სი 2016 წელს?ჩემი ქმა­რი, სან­დრო ონოფ­რიშ­ვი­ლი ის კა­ცია, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში (2012 წლის დე­კემ­ბრი­დან 2018 წლის ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით):

1. ამ 6 წლის მან­ძილ­ზე გა­ფარ­თოვ­და და და­მა­ტე­ბით 6 კუ­რორ­ტი შე­მო­ი­მა­ტა „მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ამ“, რო­მე­ლიც სან­დროს და­ნიშ­ვნამ­დე მხო­ლოდ ერთ კუ­რორ­ტს, „გუ­და­ურს“, მარ­თავ­და.

2. ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე 7-ჯერ გა­ი­ზარ­და და ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა.

3. აშენ­და სა­თხი­ლა­მუ­რო არე­ა­ლი „კოხ­ტა-მი­ტარ­ბი“.

4. ამუ­შავ­და აჭა­რა­ში კუ­რორ­ტი „გო­დერ­ძი“.5. დას­რულ­და მშე­ნებ­ლო­ბა სვა­ნეთ­ში „თეთ­ნულ­დზე“ და კუ­რორტ „ჰაწ­ვალ­თან“ ერ­თად და­ი­წყო ოპე­რი­რე­ბა.

6. აშენ­და კობი-გუ­და­უ­რის სა­ბა­გი­რო­ე­ბი. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში „ყაზ­ბე­გი“ ტრან­სპორ­ტით და­უ­კავ­შირ­და დე­და­ქა­ლაქს და ზვავ სა­შიშ­რო­ე­ბის გამო გზის ჩა­კეტვის პე­რი­ოდ­ში აღა­რაა მო­წყვე­ტი­ლი.

7. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მონ­ტაჟ­და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბის სის­ტე­მა, რი­თაც საგ­რძნობ­ლად გა­ხან­გრძლივ­და სა­თხი­ლა­მუ­რო სე­ზო­ნი სამ­თო კუ­რორ­ტე­ბი გუ­და­ურ­სა და ბა­კუ­რი­ან­ში გა­უ­ტოლ­და ევ­რო­პის სტან­დარ­ტებს.

8. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბა­გი­რო­ე­ბი ამუ­შავ­და ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე, რა­მაც ტუ­რის­ტე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ნა­კა­დი გა­მო­იწ­ვია.

9. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში და­არ­სდა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის „სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რიზ­მის სკო­ლა“ სამ­თო გი­დე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად. სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი (სამ­თო გი­დე­ბი, სა­თხი­ლა­მუ­რო გი­დე­ბი, სკი­ტუ­რის გი­დე­ბი და ა.შ.) არა­პან­დე­მი­ურ პი­რო­ბებ­ში 100%ით საქმდე­ბი­ან.

10. პირ­ვე­ლად სა­ქარ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ეგი­დით თბი­ლის­ში ჩა­ტარ­და ევ­რო­პი­სა და აზი­ის სამ­თო კუ­რორ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ჩა­მო­სუ­ლი 300-ზე მეტი დე­ლე­გა­ტი, ექ­სპერ­ტი და ჟურ­ნა­ლის­ტი. სამ­თო კუ­რორ­ტე­ბის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდის კუ­თხით ეს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო.

11. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თე­ლომ მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მას­პინ­ძლო­ბის უფ­ლე­ბა სნო­უ­ბორ­დსა და ფრის­თალ­ში – „ბა­კუ­რი­ა­ნი 2023“

12. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლომ მო­ი­პო­ვა ევ­რო­პის ზამ­თრის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის მას­პინ­ძლო­ბის უფ­ლე­ბა -„ბა­კუ­რი­ა­ნი 2025“.ბევრ მე­ნე­ჯერს იც­ნობთ, ვინც ქვეყ­ნის წინსვლის­თვის ამ­დენ მსხვილ პრო­ექტს ედგა სა­თა­ვე­ში? თან ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მხო­ლოდ ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას ვეყ­რდნო­ბო­დი. არ­ცაა გა­საკ­ვი­რი ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო მის საქ­მე­თა­გან კი­დევ არა­ერ­თი გა­მომ­რჩე­ნო­და და იცით რა­ტომ? დღე­ში ასო­ბით კი­ლო­მეტრს ფა­რავ­და მან­ქა­ნით, ერთი მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნი­დან, მე­ო­რე­ზე გა­და­სას­ვლე­ლად.

იქ, სა­დაც ურ­თუ­ლე­სი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი და მკაც­რი კლი­მა­ტია, იქ, სა­დაც შენი ქვეყ­ნის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად არ ით­ვლე­ბა ბა­რი­ე­რე­ბად არც უგ­ზო­ო­ბა, არც ყინ­ვა და არ დიდ­თოვ­ლო­ბა.

ამ 6 წლის მან­ძილ­ზე სან­დროს არ­ცერ­თხელ, ვი­მე­ო­რებ არ­ცერ­თხელ უსარ­გებ­ლია შვე­ბუ­ლე­ბით. “რა დროს დას­ვე­ნე­ბაა, ამ­ხე­ლა შან­სი მომ­ცა ღმერ­თმა ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­როო” – მი­თხრა ერთხელ და მას შემ­დეგ ჩვენ აღარც გან­გვი­ხი­ლავს ოჯახ­ში დას­ვე­ნე­ბის სა­კი­თხი. იმი­ტომ, რომ მის­მა სი­ტყვებ­მა უკეთ გა­მა­აზ­რე­ბი­ნა, რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბო­და თა­ვის საქ­მეს და რო­გორ უნ­დო­და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ეს დრო სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის­თვის.

სან­დრო და მისი გუნ­დის წევ­რე­ბი ხელ­ფასს იღებ­დნენ არა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან, არა­მედ კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან, რო­მე­ლიც მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში 7-ჯერ გა­ი­ზარ­და.

ამ 6 წლის მან­ძილ­ზე, სან­დროს ხელ­ფა­სი და­ნა­მა­ტით 3500 ლა­რი­დან ეტა­პობ­რი­ვად, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ადეკ­ვა­ტუ­რად იზ­რდე­ბო­და. 2016 წელს რი­გით მე-7 კუ­რორ­ტის, „თეთ­ნულ­დის“, მარ­თვაც და­ე­ვა­ლა და სა­ბო­ლო­ოდ მისი ხელ­ზე ასა­ღე­ბი ხელ­ფა­სი 6000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

მაქვს კი­თხვა: რამ­დე­ნი უნდა ჰქო­ნო­და ხელ­ფა­სი მე­ნე­ჯერს, რო­მე­ლიც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მიღ­წე­ვე­ბის ფონ­ზე მარ­თავ­და 7 სამ­თო კუ­რორ­ტს და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო 500-მდე თა­ნამ­შრო­მელ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს 4 სხვა­დას­ხვა მა­ღალ მთი­ან რე­გი­ონ­ში?” – წერს არა­ზაშ­ვი­ლი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორია რიკოთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა?
  • ზურაბ ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა
  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge