ყველასთვის საყვარელი სერიალი, „ჩემი ცოლის დაქალები“ ბრუნდება. ინფორმაცია ამის შესახებ ფორმულას ეთერში გაჟღერდა.
ეს ინფორმაცია თავად წამყვანებისთვისაც გასაკვირი იყო. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება სერიალი ეთერში.
სერიალისთვის ეს რიგით მე-19 სეზონი იქნება.