ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი, დისკრიმინაციული გამონათქვამის გამო, რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ბათუმის თეატრმა გაავრცელა. დასი სრულად ემიჯნება შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.
“ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები,” – წერია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.