სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერს ეხმაურება და წერს:
“ახლა ველაპარაკე ადგილობრივებს. სასტუმრო სანსეტთან ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩაკეტა მდინარე ჭანჭახი, უხვმა ნალექმა და მეწყერმა გამოიწვია ღვარცოფი. ჭანჭახი რიონის შენაკადი მდინარეა.
ვერტმფრენი! ბევრი ვერტმფრენი სჭირდება ამ ქვეყანას!“.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ცოტა ხნის წინ ჩამოწვა. მეწყერში მოყოლილია 16 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ამ წუთებში მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.