23 ივლისს ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა დაქორწინდნენ. წყვილის ზღაპრულ ქორწილს შოუბიზნესის არაერთი წარმომადგენელი დაესწრო.
მომღერალი და მსახიობი, გიორგი გილიგაშვილი ირაკლი მაქაცარიას მეჯვარე იყო.
გიორგი ქორწილიდან დასთან, ნუცა გილიგაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნეს და უამრავ თბილ გამოხმაურებასაც იღებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. მან ოპერაცია თურქეთში გაიკეთა.