დიდი სკანდალი შოუბისზნესში – მომღერალი, ია მანიჟაშვილი გელა გნოლიძეს ამხელს და აცხადებს, რომ მის სიმღერას უნებართვოდ მღერის.
მომღერალი, რომელიც 2000-იან წლებში დასთან ერთად დუეტ “ემით” გახდა პოპულარული, 10 წელია ამერიკაში ცხოვრობს კიდევ ერთ ქართველ კომპოზიტორსა და შემსრულებელს დებს ბრალს – მანიჟაშვილი კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს ადანაშაულებს პლაგიატობაში და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საავტორო უფლებებზე დავის წამოწყებას აპირებს.
“მზე ისევ ამოვა” რუსა მორჩილაძემ ჩვენთვის, ჩვენი შეკვეთით დაწერა და ჩვენ მისგან შევიძინეთ სიმღერა მაშინ საკმაოდ სოლიდურ ფასად. ქალბატონმა რუსუდანმა “ცენტრ-პოინტის” ბინებივით მეორედ და მესამედ გაყიდა. სიმღერა უკანონოდ მიჰყიდა დავით დოიაშვილს სპექტაკლისთვის ჩვენი კუთვნილი ტექსტით, რომელიც მანანა გურგენიძეს ეკუთვნის…” , – აცხადებს მანიჟაშვილი.
წყარო: ambebi.ge