Friday, June 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ადამიანს Tik-Tok-ზე განთავსებული ვიდეოს გამო, სადაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს, 2 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა”

June 21, 2023
“ადამიანს Tik-Tok-ზე განთავსებული ვიდეოს გამო, სადაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს, 2 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა”

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნოდარ დავითური Facebook-ზე ახალ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, „ადამიანს Tik-Tok-ზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო, სადაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს, 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა“.

„ეს სიგიჟე რანაირად არ გახმაურდა უფრო??
=================
ადამიანს Tik-Tok-ზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო, სადაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს, 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
საია-ს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ი.მ. ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად TikTok-ის პლატფორმაზე 2022 წლის 10 დეკემბერს განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო.
სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი პირი არის კურიერი, რომელსაც ქალაქში უწევს მოპედით გადაადგილება. მან სოციალურ ქსელ TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: “ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ”. ვიდეოში ის გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ, აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ.
“პროტესტი მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ.” – წერია საია-ს ანგარიშში.
ამ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ TikTok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად.
ამასთანავე, სასამართლომ განმარტა, რომ სოციალური ქსელი, მათ შორის TikTok, განეკუთვნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები.
“სასამართლოს მოსაზრებით, გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. სასამართლომ არ იმსჯელა სოციალური ქსელის ხასიათზე და არ დაასაბუთა, რა ფორმით დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა მოქალაქეების სიმშვიდე.” – წერია ანგარიშში.
სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ვიდეო შეიცავს “სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე”, რაც სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრული ქმედებაა.
მათი თქმით, ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა პოლიციელმა და “აღიქვა შეურაცხყოფად”, რასაც, სასამართლოს განმარტებით, მოჰყვა “შესაბამისი შედეგი – სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა”.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ხსენებული გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ “საკმაოდ სახიფათო პრეცედენტად, რომელიც ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ სტანდარტებს“, – აღნიშნულია პოსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ტრამპი განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს ირანზე ხელახალი იერიში
  • “კოკაინის იატაკქვეშა ლაბორატორიები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აღმოაჩინეს“ – რას ამბობს ნარკოლოგი
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge