ექიმი, პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ყველა სხვა პირბადე, გარდა სამედიცინო პირბადისა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტს აკმაყოფილებს, არაეფექტურია. ექიმების მზარდ ინფიცირებას ფხაკაძე კლინიკებში იმ პირბადეების გამოყენებას უკავშირებს, რომელიც სტანდარტს არ აკმაყოფილებს.
“საზღვარი აქვს ყველაფერს! როცა გავიგე ჩვენი ექიმების გარდაცვალების შესახებ… ერთი ადამიანის სიცოცხლე არის მსოფლიოსთვის დანაკარგი, მაგრამ როცა ვსაუბრობთ ექიმის გარდაცვალებაზე, ვგულისმხობთ იმასაც, რომ ამ ექიმს შეიძლებოდა გადაერჩინა ასობით ადამიანის სიცოცხლე. განა ექიმი განსხვავებულია, ისიც ადამიანია, მაგრამ მას შეიძლებოდა გადაერჩინა ასობით სიცოცხლე და როცა მას ვკარგავთ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სხვა ადამინიც, ვინც მასთან უნდა მისულიყო და დახმარებოდა, კარგავს სიცოცხლეს. ახლა ძალიან ბევრს ვაწყენინებ, მაგრამ უნდა ვთქვა – ფულის შოვნა გასაგებია, მაგრამ ამას უკვე ფულის შოვნა კი არა, ღორობა ჰქვია.
ჯერ დოლბანდიდან ფულის შოვნა დაიწყეს, როცა ქვეყნიდან რომ ჩვენი პირბადეები ჩინეთში წაიღეს. ოდესმე ხომ დალაგდება ეს ქვეყანა და ხომ ნახავენ რაც მოხდა. გამოაცარიელეს ქვეყანა და პირბადის გარეშე დატოვეს, ეპიდემია იწყებოდა და იმის მაგიერ, რომ შეგვენახა, გაყიდეს პირბადეები… ვიღაცამ მაგარი ფული გააკეთა – გავიდა ცხრა თვე, ამაზე ვინმე ამბობს რამეს? გინდ პოზიციამ და გინდ ოპოზიციამ, ამაზე რამე თქვა?
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ოღონდ პირბადეები გაიკეთოს ხალხმა და შესაძლებელია, როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პირბადეების ხმარება! მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდით ამ ვირუსზე, გავიდა დრო და ახლა უკვე ვიცით და მე, გიორგი ფხაკაძე გეუბნებით, ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ არის ერთადერთი იარაღი და ეს არის პირბადე, ოღონდ სამედიცინო პირბადე და არა საყოფაცხოვრებო. ფილტრიანი პირბადე და არა დოლჩე და გაბანები…
ევროკავშირში არის სკანდარტი, რომელიც გეუბნება, სამედიცინო პირბადეა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც აკმაყოფილებს EN14683 – ეს არის სამედიცინო პირბადე, სხვა სამედიცინო პირბადე არ არსებობს და ვინც მისცა უფლება, რომ საავადმყოფოებში იყოს შეტანილი სხვა პირბადე – ეს ხალხი არის დასაჭერი!!! ამდენი მილიონი გვაქვსო, ფონდი გვაქვსო. ხოდა ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებს სამედიცინო პირბადეს, ღირს 40-50 ათასი დოლარი, ჩამოიტანეთ ეს ლაბორატორია, დადეთ ლუგარში და ყველა პირბადე, რომელიც შემოდის ქვეყანაში, გადაამოწმეთ, არ არის ხარისხი? დააბრუნეთ უკან. არ მოიძებნა საქართველოში 50 ათასსი დოლარი ამის გასაკეთებლად? ადამიანი არის ავად, ყიდულობს ანტიბიოტიკს და იქ წამლის ნაცვლად რაღაც ფხვნილია, იგივეა, როცა პირბადე გიკეთია და გგონია, რომ დაცული ხარ, მაგრამ დაცული არა ხარ. ეს ძალიან, ძალიან საშიში!
კვლევებმა აჩვენა, რომ ერთადერთი პირბადე, რომელიც კოვიდთან კარგად მუშაობს, არის სამედიცინო პირბადე, არანაირი სხვა. ყველა დაწესებულებაში უნდა იყოს მარტო სამედიცინო პირბადე. იმიტომ არიან ჩვენი ექიმები ინფიცირებულნი, მათ უკეთიათ არასწორი პირბადე, ჰგონიათ, რომ არიან დაცულნი, მაგრამ დაცულები არ არიან, იმიტომ რომ ყველა აკეთებს ფულს. არ შეიძლება ამდენი ფულის გაკეთება სამედიცინო სფეროში, კარტოფილში გააკეთე ფული…
ეკლესიაში როგორ შედიხართ, სანთელს როგორ ანთებთ? ვიცი, ამოგლიჯავთ ამ ფრაზას და დაატრიალებთ, მაგრამ რაც გინდათ, ის ქენით… ამ ადამიანებს, აბა, როგორ ვუთხრა, შენი ჭირიმე და შენ გენაცვალეო?
ჩვენ ჯანდაცვის სისტემას დღეს ვერ დავალაგებთ, ამას სჭირდება წლები და სჭირდება არაპოლიტიკური და არაკორუმპირებული ჯანდაცვის მისნიტრი, რომელსაც ექნება უფლება რომ ყველაფერი გააკეთოს, ვინ რას გააკეთებინებს დღეს ჯანდაცვის მინისტრს? მეც რომ ჩამომიყვანა ახლა, რას გავაკეთებ? ვერავის ვერ გაუშვებ სამსახურიდან, ეს იმისია, ეს ამისია… მეცოდება ეს ჯანდაცვის მინისტრი, სხვათაშორის… თუ მართლა გინდათ რეფორმების გაკეთება, ხომ მოიგეთ არჩევნები, გყავთ მთავრობა? დაიწყეთ მუშაობა, ხალხი კვდება, ექიმები კვდებიან! ერთი ექიმის სიკვდილი იცით რამხელა უბედურებაა? ვინღა დაგრჩებათ და ვინ მოგივლით მერე სიბერეში? ამ ექიმების სიკვდილს რომ ვიგებ, როგორ არ ვთქვა? გიყვარს სამშობლო? სამშობლოს სიყვარული იცით რა არის? რომ გააუქმოთ არასწორი დადგენილება და თქვათ, კი, ბატონო, შემეშალა… ყველა სხვა ნიღბის ნებართვა უნდა იყოს გაუქმებული! თუ ხართ საქმის გამკეთებლები, თუ საქართველო გიყვართ, ეს უნდა გააკეთოთ. არ შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, რომ დაცულია, დადიოდეს პირბადით და ის პირბადე არაფერს აკეთებდეს! საქართველოში არის გენერალიზებული ეპიდემია კოვიდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი არის ინფექციის მატარებელი, შესაბამისად, დამთავრდა ზღაპრობანა, გადავიდეთ საქმეზე. ჩაკეტეთ ქვეყანა, დაურიგეთ ხალხს ფული, პირბადე უნდა იყოს პირბადე და ჯანდაცვის სისტემის რეფორმა დავიწყოთ ზაფხულში.
თუ გინდათ მიჩივლეთ, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო პირბადის გარდა, სხვა პირბადის შეტანა დანაშაულია. რამდენი იურისტი მისმენთ? დაფიქრდით, კარგი საქმეა. არასამედიცინო პირბადეა შესული სამედიცინო დაწესებულებებში და იმიტომ არის ასეთი მაღალი ინფიცირება ჩვენ ექიმებში. ადამიანს ჰგონია, რომ დაცულია და ვიღაცამ იყიდა რაღაცა 2 თეთრიანი, არასამედიცინო და ის უკეთია – ეს იურიდიული საკითხია, მე ასე მგონია” – ამბობს ფხაკაძე.