ეგვიპტეში, ჰურგადაში რუსი მამაკაცის ტრაგედიის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის ხელისუფლება უარს ამბობს ჰურგადაში ზვიგენის მიერ შეჭმული 23 წლის რუსი ვლადიმერ პოპოვის ცხედრის ახლობლებისთვის გადაცემაზე მანამ, სანამ არ მორჩება სამედიცინო ექსპერტიზა, რაც ფაქტის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
გამოცემის ცნობითვე, ცხედარი იმდენად დაზიანებულია, რომ მისი იდენტიფიცირება რთულია. მას დაზიანებული აქვს სახეც, ხოლო სხეულის გარკვეული ნაწილები, მათ შორის ხელები და გულმკერდის ზონა არ აქვს.
წყარო: Turprom
