მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია თავდაპირველად რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი მეპატრონე დაავადდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, სოფელში მხოდა პირუტყვის ვაქცინაცია, დაავადებული ხორცი სოფლიდან მოშორებით დაიწვა და სპეციალურ სამარხში ხუთი მეტრის სიღრმეზე განთავსდა, მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტუშურებში აკრძალულია საქონლის დაკვლა, ასევე ხორცის და რძის ნაწარმის რეალიზაცია.
გუბერნატორი ამბობს, რომ სიტუაცია ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
