სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), ვეფხისტყაოსნის, ოთხი ათასი მესხის, კარბელაშვილების, ივანე სარიშვილის, ყურაშვილის, ფერაძის, ფატმანის, საირმის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის, კოსტავას, შატბერაშვილის, ბარნობვის, მარაბდის და ქობულეთის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღი-2 დასახლების (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის, ნინო თოიძის, კაიროს, ლორთქიფანიძის, ელენე მეტრეველის, აზა ადამიას, ჭიჭინაძის, პოლიციის და სამრეწველოს ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და აბუსერიძე ტბელის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
