ცნობილი ვოლოსელი ბიზნესმენი საკუთარ მფლობელობაში არსებულ კაფეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ირკვევა, რომ 62 წლის მამაკაცს ოჯახი რამდენიმე საათის მანძილზე ეძებდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინის გამო, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო და სიცოცხლე თვითმკვლელობით ამიტომ დაასრულა.
პოლიციის ცნობით, მან დატოვა წერილი, რომლის ზუსტი შინაარსიც მედიისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ მთავარი ხელჩასაჭიდი არის სოციალურ ქსელში მის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული სტატუსი, რომელშიც წერდა:
“ბოლოს არ ვიცი, რამდენი გადაურჩება ამ ტრაგიკულ და არასრულყოფილ ზომებს, რომლებიც მიიღეს დიქტატორებმა, რომელთაც არაფერი აქვთ დასაკარგი საკუთარი ხელფასიდან. კიდევ რამდენი ბიზნესი განადგურდება. ის, რაც ყველაზე საშიშია, ვიტყვი აინშტაინის სიტყვებით: “ხალხი დაიტანჯება არა იმათგან, ვინც ბოროტებას აკეთებს, არამედ იმათგან, ვინც ხედავს ამას და არაფერს ამბობს.”