Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

“ეს არაადამიანური საქციელია” – რა შეემთხვა მოხალისე ექთანს “კომენდანტის საათის” დროს

December 14, 2020
“ეს არაადამიანური საქციელია” – რა შეემთხვა მოხალისე ექთანს “კომენდანტის საათის” დროს

ნათია დიაკონიძე რვაშვილიანი მარტოხელა დედაა, რომელმაც კოვიდი დაამარცხა და ქუჩაში სხვების დასახმარებლად, მეორე დღეს გამოვიდა. ოცწლიანი საექთნო სტაჟითა და სიკეთის კეთებით აღსავსე მოხალისე ექთანი, კორონავირუსით (და არა მხოლოდ) დასნებოვნებულ ოჯახებში დადის და გადასხმებს თანხის მოთხოვნის გარეშე აკეთებს. ღამითაც უწევს პაციენტებთან მისვლა, ვინაიდან არიან ისეთი დაინფიცირებულები, რომელთაც, ვთქვათ, სისხლის გამათხელებელი ნემსის გაკეთება 12 საათში ერთხელ, ანუ დილით და ღამით აუცილებლად ესაჭიროებათ. კომენდანტის საათის გამო, ნათიას, გადაადგილებისას, პრობლემა შეექმნა:

“წყნეთში ვიყავი კოვიდ პაციენტთან. გზაში დამაგვიანდა, 9 საათამდე ვერ მოვახერხე სახლში მისვლა. მე და ჩემი მძღოლი ბაგებში ვიდექით და ვრეკავდით 144-ზე. ვერ ვუკავშირდებოდით. მერე მძღოლმა დარეკა, ზარი ფასიანი ყოფილა, გაგვეთიშა ტელეფონი. მერე მივმართე იქვე მყოფ პატრულს დახმარებისთვის: ავუხსენი, რომ მოხალისე ექთანი ვარ, კოვიდ პაციენტების ვუკეთებ გადასხმებს-მეთქი… ისე ცივად მომექცა. პირადი ნომერი გამომართვა, მერე უფროსთან გავარკვევო, მითხრა, ბოლოს კი უარით გაგვისტუმრა, ვერ დაგეხმარებიო. იქნებ სახლამდე მიგვაცილოთ-მეთქი, ვთხოვე. ამაზეც უარი მითხრა!

ეს ხომ არაადამიანური საქციელია! დღევანდელი პანდემიისას ასეთი საქციელი… ავადმყოფებს სახელმწიფო ვერ ეხმარება, ისევ ადამიანები ვეხმარებით ერთმანეთს და ასეთ დროს, პატრული რომ გვერდით არ დაუდგება მოხალისე ექთანს, რომელიც დღის მანძილზე 20-მდე ოჯახს ემსახურება და გადასხმებს უკეთებს, ბრავო ჩვენ პატრულს! ქუჩაში ორ საათზე მეტი ვიდექი და სახლში 8 შვილი მელოდებოდა.

ბოლოს, ჩვენს შორი-ახლოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მანქანა გაჩერდა. ავუხსენი ჩემი სიტუაცია. პატრულის თანამშრომელზე აღფშოთდა – დახმარება უნდა გაეწია. პოსტს ვერ დატოვებდა, მაგრამ ქუჩაში არ უნდა დაეტოვებინეო. მოკლედ, პატრულის ეკიპაჟი გაგვაყოლა სახლამდე. მთელი ხვეწნის შემდეგ 144-მა განმეორებით გამიკეთა საშვი, რომ კომენდანტის საათის დროს სახლამდე მივსულიყავი. განმეორებით არ ვაკეთებთ, იცოდეთ, უკანასკნელად გიკეთებთ საშვსო, გუშინწინ მითხრა ოპერატორმა”.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge