ექიმის თქმით, ჯარისკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა გარკვეული პარამეტრები დასტაბილურდა. ექიმის განცხადებით, ჯარისკაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა.
ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე უგონო მდგომარეობაში, გულის გაჩერებითა და დამწვრობით ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს.
„გადაყვანა მოხდა დასტაბილურების პერიოდში. რეანიმაციული სიტუაცია იყო, დაინტუბირდა, პაციენტი ხელოვნური მართვის სუნთქვაზე გადავიყვანეთ და ჰერმოდინამიკა მედიკამენტების დონეზე სტაბილურადაა”, – ამბობს ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, კახი მუხიგულაშვილი.
