ივნისის თვეში 2023 წლის ზაფხულის პირველი ახალი მთვარეა. უფრო კონკრეტულად კი, ახალი მთვარე 18 ივნისს იქნება.
რითია 2023 წლის ივნისის ახალი მთვარე განსაკუთრებული?
ეს არის შესანიშნავი პერიოდი, რომ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან, განახლებული ენერგიით დაიწყოთ. სამუდამოდ დაემშვიდობოთ ნეგატიურ ემოციებს, ტოქსიკურ ადამიანებს, მოძველებულ ნივთებს და შემდეგი დღეები ახალი იმედებითა და მიზნებით დაიწყოთ. მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ თუკი ერთხელ რადიკალურ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ და არ დაემშვიდობებით იმას, რაც უბედურებას განიჭებთ, ახალ ეტაპს ვერ დაიწყებთ.
18 ივნისს ახალი მთვარე ტყუპების ნიშანში იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო გახსნილები და კომუნიკაბელურები ვიქნებით, მარტივად შევძლებთ ადამიანებთან კომუნიკაციას, მოლაპარაკებას, რთული საკითხების გადაჭრასა და მოგვარებას. თუმცა, ამავდროულად, ტყუპები, გარკვეული თვალსაზრისით, არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ნიშანია და ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს თავში უამრავი სპონტანური იდეა და მოულოდნელი გადაწყვეტილება უტრიალებთ. ამიტომ, შესაძლოა, აღნიშნულ პერიოდში ჩვენც ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღოთ და მოგვიანებით შედეგები ვინანოთ. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ნებისმიერი ქმედებისა და გადაწყვეტილების დროს კარგად დაფიქრდეთ.
რა არ შეიძლება ახალი მთვარის დღეს?
ფრჩხილებისა და თმის მოჭრა
ახალი სამუშაოს დაწყება
ახალი პროექტების, ბიზნესის წამოწყება
ზედმეტად გადაღლა
ჩხუბი და დაპირისპირება
წყარო – “ბომონდი”