Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს არის გარემო, სადაც არავინ გმტრობს, არ გერჩის, არ გატყუებს…” – დედა სიდონიას შექმნილი წალკოტი წინანდალში, მშობლების დანატოვარ კარ-მიდამოში

June 15, 2023
“ეს არის გარემო, სადაც არავინ გმტრობს, არ გერჩის, არ გატყუებს…” – დედა სიდონიას შექმნილი წალკოტი წინანდალში, მშობლების დანატოვარ კარ-მიდამოში

ჯერ კი­დევ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­და­წყვი­ტა სო­ფელ წი­ნან­დალ­ში მა­მი­სე­უ­ლი სახლ-კა­რის­თვის მი­ე­ხე­და და იქა­უ­რო­ბის­თვის ახა­ლი სი­ცო­ცხლე შთა­ე­ბე­რა. დღეს იქ ნამ­დვი­ლი წალ­კო­ტია, რა­საც დედა სი­დო­ნი­ამ და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გად მი­აღ­წია.

“აქ პე­რი­ო­დუ­ლად ვარ ხოლ­მე, სწო­რედ ამ დროს მი­წევს ამ ბა­ღის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბაც. ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა­ში და მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­დო­დი, მა­გა­ლი­თად, ლო­ბიო დავ­თე­სე, რომ დავ­ბრუნ­დი, გაზ­რდი­ლი დამ­ხვდა. მერე გავ­მარ­გლე, გავ­თოხ­ნე და ისევ წას­ვლა მო­მი­წია. ასე­თი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით, მაგ­რამ მა­ინც ვა­ხერ­ხებ, რომ აქა­უ­რო­ბას ვუ­პატ­რო­ნო. ასე რომ, ვთოხ­ნი, ვმარ­გლავ, სა­სუ­ქი შე­მაქვს, ვსხლავ და ვთი­ბავ“, – გვე­უბ­ნე­ბა დედა სი­დო­ნია, რო­მელ­საც ახლა ambebi.ge სრუ­ლი­ად სხვა რა­კურ­სით გა­გაც­ნობთ. ის თა­ვის სა­მე­ურ­ნეო გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და გა­ე­რე­მოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გვი­ამ­ბობს.

sidonia-1686728790.png

– აქ მამა ცხოვ­რობ­და. ის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი იყო… აქ არის მისი დარ­გუ­ლი ხე­ე­ბი. დე­დას,მა­გა­ლი­თად, ლეღ­ვის ხე უყ­ვარ­და და იმ ხეს­თან რომ გა­ვივ­ლი, – ასე­თი სუ­რა­თი იღ­ვი­ძებს – მზი­ა­ნი დღეა, დედა ბედ­ნი­ე­რი სა­ხით დგას და კრეფს ლეღვს… ამ მო­გო­ნე­ბე­ბით კი არ ვცხოვ­რობ, უბ­რა­ლოდ, ამ ბაღს კარ­გი ამ­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა… გვაქვს თხი­ლის პლან­ტა­ცია. იმ­დე­ნი კი არ არის, რომ გა­ყი­დო, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ბევ­რია. თხი­ლის ბუჩ­ქე­ბის­გან ცო­ცხა­ლი ღო­ბეა შექ­მნი­ლი… პან­დე­მი­ი­სას აქ რომ შე­მო­ვე­დი, ეზო დიდი ხნის მი­ტო­ვე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ჩემი და აქე­დან 6 წლის წა­სუ­ლი იყო. გა­და­ბუ­რუ­ლი დამ­ხვდა მთე­ლი ფარ­თო­ბი. ჰოდა, თავი რომ დავ­ხა­რე და მუ­შა­ო­ბას შე­ვუ­დე­ქი, ჯე­რაც არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ. ძველ სახ­ლსაც რა­ღაც­ნა­ი­რი მი­ტო­ვე­ბუ­ლი იერი ჰქონ­და. ბერ­ძნულ ფე­რებ­ში შევ­ღე­ბე – თეთ­რი კე­დე­ლი და ცის­ფე­რი და­რა­ბე­ბია. სახლ-კარი “გა­ვა­ღი­მე” და გა­მო­ვა­ცო­ცხლე.

bagi-1686728848.jpg

მე აქა­უ­რო­ბა არ მი­მი­ტო­ვე­ბია… სა­ერ­თოდ ბავ­შვო­ბა­ში აქ არ მი­ცხოვ­რია, დე­ი­და მზრდი­და, ზა­ფხულ­ში მოვ­დი­ო­დი ხოლ­მე. ისე, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მი­ცხოვ­რია თუ არა, ეს ჩემი მშობ­ლე­ბის სახ­ლია… მერე მშობ­ლე­ბი რომ გე­ნატ­რე­ბა, ის ად­გი­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გეძ­ვირ­ფა­სე­ბა, სა­დაც ისი­ნი და­დი­ოდ­ნენ.

– მოკ­ლედ, მი­ტო­ვე­ბულ გა­რე­მოს ახა­ლი სი­ცო­ცხლე შთა­ბე­რეთ.

– სახ­ლის სა­ხუ­რა­ვის შეც­ვლაც კი მე და ჩემს დის­შვილს მოგ­ვი­წია… თა­ვის დრო­ზე სა­ბერ­ძნეთ­ში წა­ვე­დი, 9 წელი იქ ვი­ყა­ვი… მერე კი გა­მო­ვი­და, რომ აქ ღმერ­თმა და­მაბ­რუ­ნა… მამა ისე­თი მად­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, ეტყო­ბა, იქი­დან ლო­ცუ­ლობ­და და ღმერ­თმა მისი ლოც­ვა შე­ის­მი­ნა…

bagi1-1686728882.jpg

ზოგს ალ­ბათ ჰგო­ნია, აქ იმი­ტომ ვარ და ამ ყვე­ლა­ფერს იმი­ტომ ვა­კე­თებ, რომ მო­ნას­ტერ­მა არ მი­მი­ღო… ჯერ ერთი მა­ნამ­დეც კე­თილ­მო­წე­სე გახ­ლდით, მო­ნას­ტრის მდი­ვა­ნი… ახლა წა­სუ­ლი რომ ვი­ყა­ვი, ჩემი და­ტო­ვე­ბა უნ­დო­დათ… იუ­რი­დი­უ­ლად ნორ­ვე­გი­ას ვე­კუთ­ვნით… სა­ბერ­ძნეთ­ში ვინც ვი­ყა­ვით, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ნა­წილ­დნენ… ამე­რი­კა­შიც გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი და ცნო­ბი­ლი მო­ნას­ტე­რი. მო­ძღვარ­მა მი­თხრა, – იქაც გე­ლო­დე­ბი­ა­ნო, მაგ­რამ რა­ღაც პე­რი­ო­დი ბევ­რი რა­მის გა­და­სა­ფა­სებ­ლად, მიკ­როკ­ლი­მა­ტი მჭირ­დე­ბო­და… სულ აქ ვერ ვიქ­ნე­ბი, ნელ-ნელა გა­და­მიყ­ვა­ნენ იქით. უბ­რა­ლოდ რა­ღაც პე­რი­ო­დი ასე­თი მი­სია მაქვს, რომ აქ უნდა ვიყო… თან, პან­დე­მი­ის შემ­დეგ შევ­რჩი… მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს ბერ­ძენ მო­ძღვარს ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე აქვს მო­ნას­ტე­რი, აქა­უ­რო­ბას სულ ვერ ვტო­ვებ. როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მე­ებ­ზე ჩა­მოვ­დი­ვარ, ვუვ­ლი, ვპატ­რო­ნობ. აქ ყოფ­ნა, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ცალ­კე თე­რა­პი­აა. ბევ­რს ვფიქ­რობ – პა­ტა­რა ტი­ბე­ტი მაქვს და ათო­ნის მთა. თან მა­მა­ჩე­მის საქ­მეს, რაც დაგ­ვი­ტო­ვა, ვაგ­რძე­ლებ. რო­გორც გა­უ­ხარ­დე­ბო­და, რომ ენა­ხა… ასე მგო­ნია, რა­ღაც­ნა­ი­რად მას ვა­ცო­ცხლებ კი­დეც. გარ­და იმი­სა, რომ ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ღმერ­თმა თით­ქოს თა­ვის პლა­ნე­ტის გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რია ჩა­მა­ბა­რა და იმა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ. უნდა იყოს ისე­თი, რო­გო­რიც მოგ­ვცა, უნდა ყვა­ო­დეს…

bagi2-1686728922.jpg

– გა­და­ბუ­რუ­ლი ეზოს გა­ლა­მა­ზე­ბა თა­ვი­დან რო­გორ და­ი­წყეთ?

– ხე­ე­ბის გას­ხვლით. აქ გავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო… ყვე­ლა­ნა­ი­რი ხე­ხი­ლი ხა­რობს. იმ შე­მოდ­გო­მით­ვე, როცა მო­ვე­დი, გავ­სხა­ლი ხე­ე­ბი და თე­ბერ­ვალ­ში კვი­პა­რო­სე­ბი და ახა­ლი ხე­ხი­ლიც და­ვა­მა­ტე. ქლი­ავ­მა წელს უკვე და­ის­ხა, ბრო­წე­უ­ლი ახლა პირ­ვე­ლად აყ­ვავ­და, მსხა­ლიც ის­ხამს. სულ ვრწყავ­დი, ვბა­რავ­დი, სა­სუ­ქი შემ­ქონ­და. გას­ხვლა თხი­ლებ­საც უნ­დო­და… ამ წუ­თას ხე­ლე­ბი სე­კა­ტო­რის­გან გა­და­ტყა­ვე­ბუ­ლი მაქვს…

bagi3-1686729025.jpg

 

bagi4-1686729039.jpg

თუ­თა­ზე დე­კო­რა­ცი­ის­თვის ჩი­ტე­ბის­თვის პა­ტა­რა სახ­ლი დავ­კი­დე, იმ­დე­ნად დაბ­ლა იყო, არ მე­გო­ნა, თუ შე­სახ­ლდე­ბოდ­ნენ და ერთხე­ლაც იქი­დან ჭი­კ­ჭი­კი გა­ვი­გო­ნე.

– მოკ­ლედ, თქვენ­ზეა ნათ­ქვა­მი, მად­ლი­ა­ნი ხელი აქ­ვსო…

– ეგ არ ვიცი, მაგ­რამ სა­დაც რა­ი­მე თეს­ლი ჩავ­ყა­რე, ყვე­ლა­ფე­რი ამო­ვი­და. უდ­რო­ო­დაც რომ დავრგე, არა­ფე­რი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლა… კვი­პა­რო­სებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რომ გა­ე­ხა­რათ… ყვე­ლა სე­ზო­ნის ხილი ხომ არის და ორი სე­ზო­ნის მარ­წყვი მაქვს, ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბი­ან. ცოტა ხნის წინ ალუ­ბა­ლიც დავ­კრი­ფე. წელს ცოტა უც­ნა­უ­რი ამინ­დე­ბია და ისე ვერ და­ის­ხა, რო­გორც შარ­შან, მაგ­რამ მუ­რა­ბა მა­ინც გა­ვა­კე­თე. ტყემ­ლის­გან სა­წე­ბე­ლი პირ­ვე­ლად მო­ვა­თუხ­თუ­ხე. მუ­რა­ბე­ბი პირ­ვე­ლად შარ­შან მოვ­ხარ­შე. მერე სხვებს ვჩუქ­ნი­დი, ვა­ხა­რებ­დი.

capture-1686729111.jpg

ჩემი პა­ტა­რა კე­ლი­აა აქ და მის კე­დელ­ზე ვაზი თა­ვი­სით ავი­და. მა­მა­ჩე­მის გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხი იყო, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე მო­იჭ­რა, მაგ­რამ ფეს­ვი­დან ამო­ვი­და და აგერ უკვე მტე­ვა­ნიც აქვს, გა­მი­ხარ­და.

– ბუ­ნე­ბას­თან ასე­თი მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე რას მიხ­ვდით?

– აი, ჩემ­თვის მთა­ვა­რი ამ შემ­თხვე­ვა­ში რა არის – მცე­ნა­რე­ე­ბი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას მიჰ­ყვე­ბი­ან. ღმერ­თმა რო­გორც შექ­მნა ისი­ნი, ისე­ვე არი­ან, მათ არ გა­და­უხ­ვე­ვი­ათ იმ გზის­თვის. ფო­თო­ლი, ნა­ყო­ფი იმ დროს გა­მო­აქვთ, როცა სა­ჭი­როა. მიყ­ვე­ბი­ან წესს, რო­მე­ლიც მათ­თვის და­წეს­და. ჩემ­თვის ისი­ნი ღმერ­თის მორ­ჩი­ლე­ბი არი­ან. მათი ეს რიტ­მი კი მიკ­როკ­ლი­მატს მიქ­მნის… თე­ბერ­ვალ­ში გაღ­ვი­ძე­ბას იწყე­ბენ და შე­მოდ­გო­მამ­დე გარ­კვე­ულ პრო­ცე­სებს და ეტა­პებს გა­დი­ან. მათი ეს წეს­რი­გი ძა­ლი­ან მამ­შვი­დებს – ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად რომ ცო­ცხლო­ბენ, გა­ხა­რე­ბენ… ჩემ­თვის მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სუ­ლის სა­ვარ­ჯი­შო­ცაა.

bagi-1686729166.jpg

– ბოს­ტა­ნიც რა ლა­მა­ზია…

– ბოს­ტან­ში მაქვს პო­მი­დო­რი, კიტ­რი, ლო­ბიო, ყა­ბა­ყი, მაქვს მწვა­ნი­ლი, სი­მინ­დი. კი, ლა­მა­ზი ბოს­ტა­ნია… ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ჩემ­თვის გეგ­მა­რე­ბა იყო. სად და­მე­თე­სა და სად და­მერ­გო ჩი­თი­ლე­ბი, სად იყო უკე­თე­სი მიწა, რო­მელ მცე­ნა­რეს უყ­ვარს მზე თუ ჩრდი­ლი… პირ­ველ წელს, როცა და­ვი­წყე, მარ­თლა სა­სა­ცი­ლო რამ იყო, მცე­ნა­რე­ე­ბის თეს­ლებს ორ­მო­ებ­ში მუჭა-მუჭა ვყრი­დი. მერე რომ ამო­ვი­და, მისი გა­მოხ­შირ­ვა მი­წევ­და და უკვე გა­ხა­რე­ბუ­ლი ჩი­თი­ლე­ბი გა­და­საყ­რე­ლად მე­ნა­ნე­ბო­და. ერთ ბუ­დე­ში სამი მარ­ცვლის ნაც­ვლად მგო­ნი, 100 მქონ­და ჩაყ­რი­ლი.

– ეტყო­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოც­დი­ლე­ბა არ გქონ­დათ…

– მარ­თა­ლია, არ ვი­ცო­დი. მე­ურ­ნე­ო­ბა მო­ნას­ტერ­ში მე არ მე­ბა­რა. ამი­ტომ, არას­დროს მქო­ნია მას­თან შე­ხე­ბა, მერე ავა­დაც რომ ვი­ყა­ვი, ამის მი­ზე­ზი ესეც იყო… ახ­ლაც აკ­რძა­ლუ­ლი მაქვს მზე­ში ყოფ­ნა… მა­გა­ლი­თად, ლო­ბი­ოს უფრო მეტ­საც დავ­თე­სავ­დი, სხვის­თვი­საც რომ გა­მე­ნა­წი­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ სარ­წყა­ვი წყლის პრობ­ლე­მაა… ზო­გა­დად აქ ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი პრო­დუქ­ტი მო­დის. ერთ ად­გი­ლას ძვე­ლი ხე­ე­ბი ამოვ­ყა­რეთ და რად­გან ორ­მო­ე­ბი გაჩ­ნდა, კარ­ტო­ფი­ლი დავ­თე­სე, უგემ­რი­ე­ლე­სი კარ­ტო­ფი­ლი მო­ვი­და.

marwyvi1-1686729204.jpg

მწვა­ნე, ხას­ხა­სა ეზო გაქვთ…

– იმი­ტომ, რომ მწვა­ნე მოლი მიყ­ვარს, გოლ­ფის მო­ე­და­ნი რო­მაა, ისე­თი. ბა­ლა­ხი და­ბალ­ზე უნდა იყოს გაკ­რე­ჭი­ლი და ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ელექტრო­საკ­რე­ჭი მაქვს. თვი­თონ ვთი­ბავ. თა­ვი­დან ცოტა უხე­ში ბა­ლა­ხი იყო და გაკ­რე­ჭის შემ­დეგ თით­ქოს გა­კე­თილ­შო­ბილ­და და ისე­თი უხე­ში აღარ არის. რბი­ლი და ნა­ზია… ხე­ებს კი­რით ვღე­ბავ, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია და თან, ლა­მა­ზიც.

yvavili-1686729240.jpg

– ყვა­ვილ­ნა­რიც იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას…

– სხვა­დას­ხვა სექ­ცია მაქვს – ერ­თში არის ლა­ვან­დე­ბი, ბა­ზი­ლი­კე­ბი, ტი­ტე­ბი… მე­ო­რე სექ­ცი­ა­ში დიდი ბუჩ­ქი ყვა­ვი­ლე­ბია… თა­ვი­დან უნდა და­ად­გი­ნო, მჟა­ვე ნი­ა­და­გი რო­მელს უყ­ვარს… ვარ­დე­ბი ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და­მი­კალ­მა. ყვე­ლა გა­დარ­ჩა. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მაქვს შე­ხე­ბა ვარ­დებ­თან და მე­გო­ნა, არას­დროს მექ­ნე­ბო­და… ბე­ბი­ას ჰქონ­და ძა­ლი­ან კარ­გი ბოს­ტა­ნი და ყვა­ვილ­ნა­რი, ვარ­დე­ბიც უყ­ვარ­და. ეტყო­ბა, მის­გან გა­მომ­ყვა ბუ­ნე­ბის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი. ჩემს უკ­რა­ი­ნელ ბე­ბი­ა­საც ჰქონ­და ბოს­ტა­ნი და ეზოს სა­ოც­რად უვ­ლი­და. ბევ­რს შრო­მობ­და. ასე რომ, ვარ­დე­ბის მოვ­ლას ჯერ კი­დევ ვსწავ­ლობ…

vardi-1686729274.jpg

ჩემს ეზოს ბევ­რი ფრინ­ვე­ლიც სტუმ­რობს. ბა­ლახს რომ მოვ­თი­ბავ, მოლს ჩი­ტე­ბი შე­მო­ე­სე­ვი­ან ხოლ­მე, რად­გან ბა­ლა­ხის თეს­ლი მო­თი­ბულ­ში იყ­რე­ბა, რო­მელ­საც გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თმე­ვენ. დიდი ჟრი­ა­მუ­ლი აქვთ. მო­დი­ან შაშ­ვე­ბი, იმ დღეს აივ­ნის წინ ოფო­ფიც და­დი­ო­და… და­ბალ ბა­ლახ­ზე საკ­ვებს ად­ვი­ლად კრე­ფენ… არი­ან მო­ლა­ღუ­რე­ბიც. ზღარ­ბიც მყავს, ეჟე და­ვარ­ქვი…

111-1686729313.jpg

ეს არის გა­რე­მო, სა­დაც არა­ვინ გმტრობს, არ გერ­ჩის, არ გა­ტყუ­ებს, პი­რი­ქით, გი­ღი­მის, თა­ვის საქ­მეს აკე­თებს… დის­ციპ­ლი­ნაა… ამ გა­რე­მოს კი სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს. ასე რომ, რაც ჩემ გარ­შე­მოა, მინ­და, მოვ­ლი­ლი, ლა­მა­ზი და ჯან­მრთე­ლი იყოს.

 

წყარო: gemrielia.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 10 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “მეუფე ისაია დაამცირეს, ეს სინოდზეც ვთქვი”- მეუფე ზენონი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge