ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გია გაბრიჭიძე, გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება და წერს:
“გავრცელდა ფარული ჩანაწერი ზურაბ აბაშიძესა და მარკ ზილბერკვიტს შორის სადაც იმ ინციდენტზე საუბრობენ, რომელიც საქართველოში აშშ მოქალაქის პოზნერის ჩამოსვლის დროს ნაცზონდერებმა მოაწყვეს.
არ ვილაპარაკებ არც იმ ინციდენტზე და არც დიალოგზე, სადაც ზურაბ აბაშიძემ პირდაპირ თქვა, რომ იმ ზონდერებს ფულს სააკაშვილი უხდის.
უბრალოდ “საინტერესოა”, თუ რატომ გავრცელდა ეს ჩანაწერი ახლა და ასეთი “შეფუთვით”.
ის, რომ ამ ჩანაწერს დასავლეთში დაწვრილებით არავინ მოუსმენს და მომხდარში არ გაერკვევა ცხადია.
ამ ჩანაწერს კი არა ის არ აინტერესებთ, თუ რა დანაშაულებები აქვსთ ჩადენილი სააკაშვილს და ნაცებს. მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, რასაც კოლექტიური ლომჯარიები ეუბნებიან.
ამიტომ ჩნდება შეკითხვა – რა მიზანს ემსახურება ორი წლის წინანდელი დიალოგის ნაცური შეფუთვით გამოქვეყნება სწორედ იმ დროს, როცა პრემიერი დასავლეთში შეხვედრებს მართავს ქვეყნისთვის აუცილებელ საკითხებთან დაკავშირებით.”
ცნობისთვის, სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც 2021 წლის 1 აპრილით თარიღდება, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ჩანაწერს იუთუბ არხზე “კიბერ კმარა” აქვეყნებს.
ჩანაწერის მიხედვით, გაძევების შემდეგ, ღამით ზურაბ აბაშიძემ საგანგებოდ დაურეკა კრემლის კიდევ ერთ პროპაგანდისტს, მარკ ზილბერკვიტს, რომელიც თბილისში პოზნერთან ერთად იმყოფებოდა და ქართველები გალანძღა.
