Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ასწავლეთ შვილებს, რომ არავის აქვს უფლება, შეეხოს მის სხეულს, თუ ამას გაბედავს, იყვიროს, ვიღაცას ხმა მიაწვდინოს, აუცილებლად გითხრათ თქვენ” – რეხვიაშვილის მიმართვა

June 14, 2023
“ასწავლეთ შვილებს, რომ არავის აქვს უფლება, შეეხოს მის სხეულს, თუ ამას გაბედავს, იყვიროს, ვიღაცას ხმა მიაწვდინოს, აუცილებლად გითხრათ თქვენ” – რეხვიაშვილის მიმართვა

ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი, ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმურება და მიმართვას ავრცელებს:

“რამდენ რამეზე მეტყველებს ეს ტრაგედია და კიდევ არაერთი…
ასწავლეთ შვილებს ელემენტარულ დონეზე მაინც, რა არის შევიწროება, ძალადობა…
ასწავლეთ, რომ არავის აქვს უფლება, შეეხოს მის სხეულს. თუ ამას გაბედავს, იყვიროს, ვიღაცას ხმა მიაწვდინოს, აუცილებლად გითხრათ თქვენ. ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ თქვენ მხარდამჭერად მიგიჩნევთ. თუ მუდმივად ეჩხუბებით, საყვედურობთ და მის ინტერესებს არ იცავთ, არასდროს არაფერს არ გაგიმხელთ.
ასწავლეთ შვილებს, რომ მათზე ძვირფასი არავინ გყავთ და რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის გვერდით დაუდგებით, მჩაგვრელს და მოძალადეს პასუხს მოსთხოვთ.
გახსოვდეთ, რომ ოჯახის წევრებმაც კი არ უნდა აკოცოთ ბავშვს, არ მოეფეროთ მისი ნებართვის გარეშე. თუ აიძულებთ, ბავშვმა იცის, რომ თქვენ გიყვართ და ჩათვლის, რომ, როცა ძალით ეფერებიან, ეს სიყვარულის ნიშანია და ნორმაა. ამიტომ უცხოსგანაც ამას სიყვარულის გამოხატვად მიიღებს, ვერ მიხვდება, რომ მასზე ძალადობენ.
ბაღიდან, სკოლიდან, რაიმე აქტივობიდან დაბრუნებულ შვილს, მისი ასაკისთვის შესაფერისი ენით, დაუსვით კითხვები და გაარკვიეთ, ხომ არავინ გაბედა ბავშვის შევიწროება. თუ გაბედა, მაშინვე მიიღეთ შესაბამისი ზომები: გაარკვიეთ სად მოხდა, ვინ იყო, რა ჩაიდინა და როცა ამ მონაცემებს შეაგროვებთ, მოსთხოვეთ პასუხი სამართლებრივი გზით.
ჩვენ ვკარგავთ შვილებს როგორც მორალურად, ისე – ფიზიკურად, როცა მათ არ ვასწავლით იმას, რაც უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა.
ამას არ ასწავლის არც სკოლა და საბოლოოდ, ვიღებთ ტრაგედიებს.
იქეცით საკუთარი შვილებისა და სხვა ბავშვების, მოზარდების მეგობრად, მხარდამჭერად, სანდო ადამიანად, გადაარჩინეთ ისინი!
და რაც მთავარია,
ყველა მოძალადე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!”

ცნობისთვის, ბათუმში 15 წლის მოზარდმა სიცოცხლე სიუციდით დაასრულა. როგორც ირკვევა, მასზე ერთი წელი სექსუალურად ძალადობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 1 პირი დააკავეს

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge