რუსი მომღერალი ელიზავეტა კუტუროვა, სარანსკში გარდაიცვალა. ის მე-10 სართულიდან პატარა ქალიშვილთან ერთად გადმოვარდა. – წერს gazeta.ru
ის მუსიკალური ჯგუფის Rosichi-ს სოლისტი გახლდათ.
დაზუსტებულია, რომ ჯერ ხუთი წლის ბავშვი გადავარდა ფანჯრიდან, შემდეგ კი თავად 34 წლის დედა მიჰყვა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი სასწაულებრივად გადარჩა, ის რეანიმაციაში გადაიყვანეს. ტრაგედიის წინა დღეს კუტუროვამ წაშალა სოციალური მედიის ანგარიში. შემთხვევის დროს მომღერლის ქმარი მოსკოვში იმყოფებოდა.
„რძალი ალკოჰოლს ბოროტად არ იყენებდა, ორი უმაღლესი განათლება ჰქონდა, შვილთან ერთად კარგად ცხოვრობდნენ, ჰქონდათ საკუთარი ბინა, – თქვა ჟურნალისტებთან კუტუროვას დედამთილმა.
