Sunday, July 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა – რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ

June 14, 2023
21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა – რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ

21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა. ასტროლოგები თვლიან, რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც თუ სწორად გამოვიყენებთ, წარმატებისა და იღბლის მოზიდვას შევძლებთ.

უძველესი დროიდან, ადამიანები მზებუდობას განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ და სხვადასხვა რიტუალს ასრულებდნენ, რომ სამყაროსათვის მადლობა გადაეხადათ ყველა სიკეთის გამო და შემდგომ გამართლებასაც დალოდებოდნენ.

წლის განმავლობაში მზებუდობა ორჯერ – ივნისსა და დეკემბერში აღინიშნება. მზებუდობის დროს დედამიწის ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები მზისგან უკიდურესად არათანაბარი მანძილითაა დაშორებული.

3-1686680231.jpeg

იმისათვის, რომ ამ დღეს კეთილდღეობა და იღბალი მოიზიდოთ, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ:

  • პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე მშვიდად, ჩხუბისა და კონფლიქტების გარეშე გაატაროთ. შემოუშვით თქვენს გულებში მზის ძალა, იყავით ადამიანების, სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილი, მადლიერი, სიყვარულითა და სითბოთი სავსე და ეს ემოცია მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.
  • ძველად, მზებუდობის დღეს ადამიანები ფეხსაცმელს იხდიდნენ და დილით, ცვრიან ბალახზე, ფეხშიშველი მიდიოდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ამ გზით დედამიწას საკუთარ კეთილგანწყობას აგრძნობინებდნენ და საპასუხოდ, სამყაროსგანაც მხარდაჭერას ელოდნენ.
  • ბევრ ქვეყანაში მზებუდობის დღეს ყვავილებისაგან გვირგვინს აკეთებენ და თავზე იდგამენ. ითვლება, რომ ამ გზით თქვენთან განახლებულ ენერგიასა და შემართებას შემოუშვებთ.

5-1686680251.jpeg

  • თუ შესაძლებელია, ამ დღეს დაკავდით მებაღეობით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მოსავალს, იზრუნეთ ყვავილებზე, მცენარეებზე – ადამიანები თვლიდნენ, რომ მსგავსი ფორმით უხვმოსავლიანობის, ხვავისა და ბარაქის მოზიდვა შეეძლოთ.
  • მორთეთ თქვენი სახლი ყვავილებით, მცენარეებით – ასე სივრცეში დადებით ენერგიასა და სიცოცხლის ხალისს შეიტანთ.
  • დაკავდით იოგათი და მედიტაციით და შინაგანი შიშებისა და შფოთვებისაგან გათავისუფლდით. დაუთმეთ თქვენი გული კეთილ ზრახვებსა და სიყვარულს და სამყაროც იმავე ემოციით გიპასუხებთ

 

წყარო: ბომონდი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • 26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • ევროკავშირმა დაასანქცირა რუსული ენერგოკომპანია “ინტერ რაო”, რომელიც საქართველოში თელასს, ასევე “ხრამჰესს I”-სა და “ხრამჰესს II-ს” არაპირდაპირად ფლობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge