რთ-ერთი ასეთი გამოცდილი და ძალიან ეფექტური პროდუქტი ჩიას თესლია. თუ მას სწორად მიიღებთ, შეძლებთ მეტაბოლიზმის დაჩქარებას, ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენების სწრაფად მოშორებას
ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებები ყველაზე მეტ ყურადღებას სწორედ სპორტსმენებისგან იპყრობს. მისი სხვადასხვა სასმელებში ჩამატებითა და მირთმევით ვიღებთ იმ რაოდენობით ენერგიას, რომ კიდევ ერთი აქტიური და მძიმე ფიზიკური ვარჯიშის შესრულება ბავშვურ თამაშად შეიძლება მოგვეჩვენოს.
როგორ დავიკლოთ წონა ჩიას თესლის დახმარებით

ხალხურ მედიცინაში ჩიას თესლს საპატიო ადგილი უჭირავს, რადგან ის უძველესი დროიდან გამოიყენება სხვადასხვა მძიმე დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი სასარგებლო თვისებების შესახებ აგროვებდნენ ცოდნასა და ინფორმაციას მაიას ტომის წევრები.
ჩიას თესლი ნამდვილი სუპერ-პროდუქტია, რომელიც ჩვენი საუკეთესო დამხმარეა, როდესაც საუბარი წონის დაკლებაზე მიდის. დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ გამოიყენოთ ის სწორად თქვენი მიზნის მისაღწევად.
1. ჩიას თესლი კუჭში მოხვედირს შემდეგ მოცულობაში დაახლოებით 12-ჯერ იზრდება, რაც განაპირობებს კარგად დანაყრებას და სინაყრის შეგრძნების ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას. თუ ამ პროდუქტს რეგულარულად მიიღებთ, სხეულის პრობლემური მონაკვეთებიდან ცხიმოვანი ფენები აუცილებლად გაქრება!
2. გაფუებული, მოცულობაში გაზრდილი მარცვლები შემდეგში გელად გარდაიქმნება, კუჭის კედლებს ეფინება და აფერხებს ნახშირწყლების შეწოვის პროცესს.
3. ჩიას თესლი არაჩვეულებრივად გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, ტოქსინებსა და წიდებს, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონესა და ანადგურებს კანცეროგენებს.

4. ჩია კარგად არის ცნობილი თავისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით, რის ხარჯზეც ის ეფექტურად გვაშორებს ცელულიტებს პრობლემური ზონებიდან. გარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაჯანსაღებისა და წონის დაკლებისა, ეს პროდუქტი მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით.
5. გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, მოცემული პროდუქტი ენერგიის ძალიან კარგი და საკმაოდ დიდი წყაროა, რაც ქლოროგენის მჟავის შემცველობითაა განპირობებული.

მინუს 9 კგ 1 თვეში
თუ თქვენ კვებაში მინიმალურ ცვლილებებს შეიტანთ და ამ ცვლილებების პარალელურად ჩიას თესლს რეგულარულად მიირთმევთ, ჭარბი წონის პრობლემა წარსულში დარჩება. მეტაბოლიზმისა დაჩქარების, ცხიმების წვის პროცესის სტიმულირებისა და ორგანიზმის გაწმენდის ხარჯზე ზედმეტი კილოგრამები თვალსა და ხელს შუა გაქრება.
ინგრედიენტები:
1 ს.კ. ჩიას თესლი1 ს.კ. ნატურალური თაფლი (თხევადი)1 ლიმონინახევარი ჭიქა წყალი

მომზადებისა და გამოყენების წესი:
აიღეთ პატარა ზომის ჭურჭელი, ჩაყარეთ მასში ჩიას თესლი და დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ მარცვლები ბოლომდე დაიფაროს.დააყოვნეთ ერთი საათით.დაყოვნებული მასა გადაწურეთ. სითხე შეგიძლიათ გადაღვაროთ, რადგან დაგვჭირდება მხოლოდ კარგად დამბალი მარცვლები, რომელთაც უნდა დავუმატოთ ნახევარი ჭიქა წყალი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ლიმონის წვენი.მიღებული ნარევი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი კონსისტენციის წარმოქმნამდე. შეინახეთ მზა მასა მინის ჭურჭელში და შედგით მაცივარში.ყოველ დილას, უზმოზე მიირთვით ის 2-3 სუფრის კოვზის ოდენობით.კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე. როდესაც ნარევი ამოგეწურებათ, მოამზადეთ ის თავიდან.როგორც უკვე გითხარით, ამ საშუალებით 1 თვეში დაახლოებით 9 კილოგრამს მოიშორებთ. თუ კვებაში გარვკეულ ცვლილებებსაც შეიტანთ, შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება.
