Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩქა­რა მამა, წყა­ლი დიდ­დე­ბა და მალე მო­დი­თო…” – მამა გიორგი ჯიბუტი 13 ივნისის ტრაგედიასა და შვილის დაღუპვას იხსენებს

June 13, 2023
“ჩქა­რა მამა, წყა­ლი დიდ­დე­ბა და მალე მო­დი­თო…” – მამა გიორგი ჯიბუტი 13 ივნისის ტრაგედიასა და შვილის დაღუპვას იხსენებს

დღეს 13 ივნისია _ მძიმედ და რთულად გასახსენებელი დღე საქართველოს უახლოეს წარსულში. ტრაგედიამ, რომელიც ვერეს ხეობას დაატყდა თავს, 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანის _ ივლიტა ჯიბუტის დაღუპვა ჩვენი მედიასახლისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია _ მისმა ბავშვობამ, ცხოვრებამ აქ ჩვენს თვალწინ, ჩვენთან ერთად ჩაიარა…

ივლიტა ჯიბუტი მთელმა საქართველომ დაიტირა.

 ივლიტას მამამ, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა “გურია ნიუსთან” საბედისწერო ღამე გაიხსენა _ ღამე, როცა ივლიტამ დაურეკა და საშველად იხმო.

როგორც მამა გიორგიმ გვითხრა, ივლიტა თავის მეგობართან, მარიამ ქუთელიასთან ერთად იმ ღამით გამოცდებისთვის ემზადებოდა.

“ყვე­ლა­ფე­რი ერთ სა­ათ­ში დამ­თავ­რდა… და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 12-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­მი­რე­კა ჩემ­მა სი­ძემ, სა­ხუ­რავ­ზე ვარ­თო. პირველის 35 წუთზე უკვე ვი­ყა­ვი ამ ფერ­დობ­ზე, ჩა­მოვ­დი­ო­დი და – ჩქა­რა მამა, წყა­ლი დიდ­დე­ბა და მალე მო­დი­თო, _ ივ­ლი­ტამ დამირეკა. ცუდზე არც მიფიქრია. ვამხნევებდი მოვდივართ, მაშველები მომყავს-მეთქი. 6 ბიჭი მიმყვებოდა, მაგრამ სა­ნამ ჩა­მო­ვე­დი, სახლი უკვე წა­ი­ღო… 10 წუთით ადრე მისვლა რომ მოგვესწრო, მაშველები სამივეს აიყვანდნენ სახლის სახურავიდან. დრო არ გვეყო… _ ამბობს მამა გიორგი ჯიბუტი.

მისივე თქმით, ოჯახმა ამ დიდი უბედურების დროს საქართველოს კათალიკოს პატრიარქისგან უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა მიიღო:

“პირველსავე დღეს დაგვიბარა პატრიარქმა. რომ მივედით ნუგეში გვცა, მოგვეფერა… პატრიარქთან ძლივს მივდიოდით, აქეთ რომ წამოვედით, მოვფრინავდით… არ უთქვამს პატრიარქს, რომ ივლიტას ცოცხალს იპოვითო, არც ის უთქვამს, მკვდარს ნახავთო.

ყველას არ ეღირსება, პატრიარქი მის დასაფლავებაზე მივიდეს, არც მე მეღირსება. ივლიტას ეს პატივი ერგო. ღირს ასეთი სიკვდილი, მე მგონი!” _ ამბობს მამა გიორგი  და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მისი ოჯახის ტკივილი გაიზიარა და ყველაფერი გააკეთა მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად მადლობას უხდის, მათ შორის “გურია ნიუსსაც”, რომლის ოფისში “ივლიტას ბიბლიოთეკაა” განთავსებული, რომელიც  იქცა ახალგაზრდების თავშეყრის საყვარელ ადგილად.

ივლიტას სახელის უკვდავსაყოფად, მამა გიორგიმ “ივლიტას სახელობის ფონდი” ჩამოაყალიბა, რომელიც უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს.

“ივლიტას სახელი ბევრ ადგილას ცოცხლობს. ჩამოვაყალიბეთ ფონდი, რომელიც ივლიტას სახელობისაა. ფონდი ყოველწლიურად აჯილდოებს იმ სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომელშიც ივლიტა სწავლობდა. ასევე, ვაჯილდოებთ ჩოხატაურის სამრევლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს. ივლიტას სახელის გაცოცხლებაა ჩოხატაურში, “გურია ნიუსის” ოფისში “ივლიტას ბიბლიოთეკა, რომელიც, როგორც ვიცი, მოსწავლეების და ახალგაზრდების საყვარელი ადგილია. აქ ვაწყობთ ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსს. კონკურსის გამარჯვებულებს ივლიტას ფონდი ფულად პრიზსს გადასცემს”, _ ამბობს მამა გიორგი.

2015 წლის შემდეგ ჯიბუტების დიდ ოჯახში 2 ივლიტა დაიბადა.

“2015 წლის შემდეგ 2 ივლიტა გაჩნდა ჩემს ოჯახში, ჩემს შვილს ლუკას შეეძინა ივლიტა. თეკლასაც გოგო შეეძინა და მანაც ივლიტა დაარქვა. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ივლიტა დაარქვა შვილს. ასე რომ, ივლიტას ხსოვნა გრძელდება და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი”, _ ამბობს ივლიტას მამა.

 

წყარო: gurianews.com

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge