„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოილეიშვილი „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას პოსტს გამოეხმაურა.
„ბექა ყორშიასთან რეკვას, შვილიშვილებს ბაბუამისისთვის დაერეკათ და დაერწმუნებინათ, რომ კორუმპირებული წარსულის აჩრდილს თავი არ წაექცია ამ ასაკში და სახლში დარჩენილიყო, მეცნიერებათა აკადემიაზე პოტინის ნაცვლად.
ეს იქნებოდა ბაბუაზე ზრუნვა.
მე ასე ვიზრუნებდი ბაბუაჩემზე“, – წერს ის.
შეგახსენებთ, რომ ბექა ყორშიამ სატელეფონო ზარით „გაპრანკა“ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელი, როინ მეტრეველი.
ჟურნალისტმა მეტრეველს უთხრა, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის წოდება მიენიჭებინა. როინ მეტრეველმა ღარიბაშვილს სრული მხარდაჭრა გამოუცხადა.
ამის შემდეგ, დღეს ყორშიამ დაწერა პოსტი, სადაც ის საუბრობდა, რომ როინ მეტრეველის შვილიშვილების მხრიდან „მთავარ არხში“ შევიდა ზარები სიუჟეტის გაწყვეტასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მას არანაირი სახის ზეწოლის არ ეშინია.