ონის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ დიდი პოეტის და ღირსეული რაჭველის, მურმან ლებანიძის შვილის – ზაზა ლებანიძის გარდაცვალების გამო.
▪️ გასულ წელს მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე, პატივი მერგო პირადად გამეცნო ბატონი ზაზა, ადამიანი რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული თავის მშობლიურ კუთხეზე.
▪️ ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და ვუსამძიმრებ ყველა ახლობელს. მისი წასვლა დიდი დანაკლისია ყოველი ჩვენგანისთვის.”
სერგი ხიდეშელი
ონის მუნიციპალიტეტის მერი”
