12 ივნისი
ეს დღე თქვენი საუკეთესო თვისებების, უნარებისა და ცოდნის წარმოჩენაში დაგეხმარებათ და წარმატებისკენ გიბიძგებთ. ძალიან დიდ მოტივაციას იგრძნობთ და გექნებათ ენერგია, რომ ახალ გამოწვევებს ღირსეულად შეხვდეთ, გადალახოთ და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღოთ. აღნიშნული დღე საკუთარ სიძლიერეში კიდევ უფრო მეტად დაგარწმუნებთ და ნახავთ, რომ იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე თავად გეგონათ.
13 ივნისი
არის ისეთი რამ, რის დაწყებასაც უკვე დიდი ხანია, აპირებთ და მოტივაცია ვერ იპოვეთ, ან ფიქრობდით, რომ არახელსაყრელი დრო იყო? ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს დღე სწორედ მსგავსი საქმეების შესასრულებლადაა იდეალური. წარმატება და იღბალი თქვენ მხარეს იქნება. თამამად წამოიწყეთ ახალი პროექტები, დაიწყეთ იმ საქმის განხორციელება, რაც სულ გინდოდათ, რომ გაგეკეთებინათ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
14 ივნისი
ამ დღეს შესაძლოა, ენერგიის დაქვეითება და უმოტივაციობა იგრძნოთ და იფიქროთ, რომ გარკვეული საქმეების შესრულება არ შეგიძლიათ. ნუ ინერვიულებთ, მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდებით. იქამდე კი მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ დრო აუცილებლად საკუთარ თავსა და დასვენებასაც უნდა დაუთმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციურ სიცარიელეს იგრძნობთ.
15 ივნისი
ამ დღეს თქვენი შრომისა და თავდადების შედეგს დაინახავთ. შესაძლოა, მოულოდნელად ფინანსური წახალისება, ბონუსი, შექება, აღიარება მიიღოთ და ამის გამო, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გაგიჩნდეთ, რომ წინ წახვიდეთ.
16 ივნისი
ასტროლოგების თქმით, ამ დღეს შესაძლოა, ემოციური გადაღლა იგრძნოთ და წარსულში დატოვებული ადამიანები, საქმეები გაგახსენდეთ, გაგიჩნდეთ ერთგვარი ნოსტალგია და სევდა. ან კიდევ, თავად გამოჩნდნენ მოულოდნელად. გამოიყენეთ ეს დღე საკუთარ თავთან სასაუბროდ. დაფიქრდით, ვინ გჭირდებათ რეალურად ცხოვრებაში და ვინ ახდენს თქვენზე უარყოფით გავლენას. გადააფასეთ გადაწყვეტილებები და ცხოვრება განახლებული ენერგიითა და ფიქრებით განაგრძეთ.
17 ივნისი
სამყარო ამ დღეს უამრავი პატარა საჩუქრით დაგაჯილდოებთ. მთავარია, მისი აღმოჩენა და მიღება შეძლოთ. გახსოვდეთ, ცხოვრებას პატარ-პატარა ბედნიერი ამბავი და დეტალი ხდის განსაკუთრებულს. იყავით მადლიერი ყველაფრისთვის, რაც გაქვთ და ბევრად მეტს მიიღებთ.
18 ივნისი
ეს დღე შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაფასების დღე იყოს და მიხვდეთ, რეალურად რა გჭირდებათ იმისათვის, რომ ბედნიერად იცხოვროთ და საკუთარი ოცნებების ასრულება შეძლოთ.