რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თითქმის არასდროს საუბრობს ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, ბავშვობაზე, განსაკუთრებით ბუნდოვანი კი 10 წლამდე პერიოდია.
რუსეთის დიქტატორის წარსულის შესახებ, დღემდე ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მაგალითად, კითხვები არსებობს იმის შესახებ თუ ვინ იყვნენ რეალურად მისი მშობლები. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი დროის ტირანის დედა ვერა პუტინა იყო, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და რამდენიმე დღის წინ, 2023 წლის 31 მაისს, 96 წლის გარდაიცვალა.
ვერა პუტინა, რომელიც მეტეხში ცხოვრობდა, ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნამდვილი დედა იყო.
ს ისტორიამ შეიძლება ახსნას, თუ რატომ იყო რუსეთის პრეზიდენტი ასე ერთგული კგბ-ს მიმართ.
”ბავშვობაში მშობლის სითბოს მოკლებულმა პუტინმა, KGB-ს მიმართა, რათა ახალი ოჯახი ეპოვა და ანგარიში გაესწორებინა იმ სამყაროსთვის, რომელმაც გაწირა.”
2008 წელს The Daily Telegraph-ს ვერა პუტინა ესაუბრა. ეს ის პერიოდია, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.
“მე ვამაყობდი, რომ მყავდა შვილი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი გახდა, ომის შემდეგ კი მე მრცხვენია”, – ამბობდა ვერა პუტინა,

საინტერესო დეტალები
ვერა პუტინა იხსენებდა, რომ ბავშვობაში მის შვილს უყვარდა თევზაობა, კითხვა, განსაკუთრებით რუსული იგავ-არაკები და წერა. საინტერესოა, რომ პუტინს შეეძლო გაბრაზებულიყო, როცა ჭიდაობდა, ის ძალიან მძაფრად რეაგირებდა წაგებაზე.
მიუხედავად იმისა, რომმეზობლის ქათმებს დასდევდა და აწვალებდა, ის ძირითადად მშვიდი ბიჭი იყო. მამინაცვალი გიორგი არასოდეს სცემდა რუსეთის მომავალ პრეზიდენტს, მაგრამ შეეძლო ხმამაღლა ეყვირა, ეძახდა “ნაძირალას” და სახლიდან ხშირად აგდებდა.
პუტინი 9 წლის იყო, როდესც ვერამ ის მშობლებთან გაგზავნა. თუმცა, მოხუცები ავად იყვნენ და ბიჭის მოვლა ვერ შეძლეს. ბავშვთა სახლში ჩაბარების შემდეგ ვერამ მასთან კონტაქტი დაკარგა, ბოლოს კი გაიგო, რომ კგბ-ში იყო.
ვერა პუტინა ოცნებობდა, რომ მისი შვილი მეტეხში ჩასულიყო. ქალს უნდოდა ბოდიში მოეხადა და ეთქვა, რომ არ სურდა მისი მიტოვება.
წყარო: ambebi.ge
