ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ გეგუთთან, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა. არსებული ცნობით, დაშავებულია რამდენიმე მგზავრი.
გარდაცვლილი მოზარდი 13 წლის ანამარია ბაბუნაშვილია. მეორე ბავშვი 12 წლის თეკლა კი ძალიან მძიმედ არის.
ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
