საგარეჯოში 82 წლის ქალს სამი დღეა ეძებენ.როგორც ცნობილია, სოფელ გომბორში მცხოვრები ევა თურმანაული სახლიდან 8 ივნისს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ახლობლების ინფორმაციით, ხანდაზმულ ქალს ალცჰაიმერის სიმპტომები აღენიშნება.
ოჯახის წევრებმა უკვე შეატყობინეს პოლიციას და სამაშველო სამსახურს, რომლებიც ძებნის პროცესში ჩაერთნენ.
