1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6069 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6069 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8053 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.