Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა, თუ ეს პროცესი მისთვის უინტერესოა და ეზარება – რჩევები მშობლებისათვის

June 9, 2023
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა, თუ ეს პროცესი მისთვის უინტერესოა და ეზარება – რჩევები მშობლებისათვის

ვლევებით დადასტურებულია, რომ წიგნის კითხვა ერთგვარი სავარჯიშოა ტვინისთვის, ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს, აუმჯობესებს ბავშვის კონცენტრაციის უნარს, მის მეხსიერებას და ეხმარება მოზარდს, რომ შეიცნოს სამყარო, უკეთ აღიქვას საკუთარი თავი ამ სამყაროში.

ჩვენს დროში, რომელსაც ტექნოლოგიების ეპოქასაც უწოდებენ, განსაკუთრებით რთულია მოზარდი მოვწყვიტოთ ციფრულ ტექნოლოგიებს და წიგნის კითხვა შევაყვაროთ. mshoblebi.ge-მ დაწყებითი კლასების პედაგოგს, სალომე წულუკიძეს რეკომენდაციების გაზიარება სთხოვა.

სალომე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბავშვებს კითხვა ადრეული ასაკიდანვე უნდა შევაყვაროთ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველი სიტყვების წარმოთქმას ცდილობენ.

– მოზარდს სათამაშოებთან ერთად, ფერადი ჟურნალები, ილუსტრირებული ზღაპრების, ლექსებისა, თუ მოთხრობების წიგნები უნდა შევთავაზოთ. თავდაპირველად, შეგვიძლია საგნების ამოცნობის, დასახელების, ახალი სიტყვების სწავლის მიზნით, ჯერ კიდევ ერთ წლამდე ასაკის ბავშვთან სურათებიანი წიგნები გამოვიყენოთ. სურათზე თითის დადებით იწყება ბავშვისა და წიგნის ურთიერთობა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პატარამ ასოების ცნობა საერთოდ არ იცის. მისთვის მთავარი ფერადი სურათი და წიგნში დახატული საგანია, რომლის ამოცნობასა და დასახელებას ცდილობს. ასეთ შემთხვევაში ადრეული ასაკიდანვე ეჩვევიან წიგნთან ურთიერთობას. თავიდანვე სწავლობენ, როგორ უნდა მოეპყრონ წიგნებს, გაუფრთხილდნენ, არ დახიონ, გამოყენების შემდეგ დააბრუნონ განკუთვნილ ადგილას.

როცა ბავშვებს ხშირად ვუკითხავთ პატარა სახალისო ლექსებს, ისინი სურათებით იმახსოვრებენ სად, რომელი ლექსი წერია, ცდილობენ, მოგვბაძონ, თითს აყოლებენ ნაწერს, თითქოს კითხულობენ. ეს უკვე წაკითხვის პირველ მცდელობადაც შეიძლება ჩაითვალოს. მათთვის ეს სახალისო საქმიანობაა. აქ ყალიბდება უკვე წიგნის სიყვარულიც. თუკი ბავშვს მხოლოდ სათამაშოებით გავანებივრებთ და მათ პატარაობიდანვე არ ექნებათ ურთიერთობა წიგნებთან, საბავშვო ჟურნალებთან, რთული იქნება კითხვის შეყვარება, როცა ისინი წიგნთან ურთიერთობას სკოლაში, პირველ კლასში ანბანის სწავლით დაიწყებენ.

პირველი კლასი ისედაც სავსეა პატარ–პატარა სტრესებით, უამრავი სიახლით და თუკი ბავშვს კითხვის სწავლა უჭირს, წიგნი შეიძლება მის საძულველ საგნად იქცეს. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მშობელსაც და მასწავლებელსაც. თუკი ბავშვი წიგნთან ურთიერთობას ადრეული ასაკიდანვეა მიჩვეული, სკოლის პერიოდში კითხვის დაწყება მისთვის საოცნებოა, პირიქით, უხარია და მონდომებულია, რომ ასოების ამოკითხვა ისწავლოს, ზოგჯერ პირველ კლასში შესვლამდეც ითხოვს, რომ ასოების ამოკითხვა და გამოწერაც კი ვასწავლოთ. იმ შემთხვევაში კი, როცა ბავშვი წიგნს მიუჩვეველია და წერას და კითხვას იწყებს, შეიძლება შეშინდეს, არ მოეწონოს, მისთვის რთული აღმოჩნდეს ეს პროცესი და საერთოდ აღარ მოუნდეს წიგნთან ურთიერთობა.

ბავშვმა კითხვის სიყვარული მშობლისგან უნდა ისწავლოს. თუკი მშობელი არ კითხულობს, თუკი მშობელი წიგნთან არ ატარებს დროს, რთულია ბავშვს კითხვა შეუყვარდეს. მშობელი მაგალითი უნდა იყოს ბავშვისთვის. როცა პატარა დედას, ან მამას ხშირად ხედავს წიგნით ხელში, ისიც ინტერესდება და წაკითხვის სურვილი უჩნდება. აუცილებელია, მშობელმა ხშირად უკითხოს ძილის წინ საინტერესო ამბები, ზღაპრები, ინფორმაციები ენციკლოპედიებიდან (ასაკის შესაბამისად). დააინტერესოს ბავშვი. ტრადიციად აქციოს შვილთან ერთად კითხვა. ეს პროცესი სახალისო უნდა იყოს. თავიდან წიგნი არ უნდა იყოს დიდი მოცულობის და მოსაწყენი, ბავშვებს სახალისო და მხიარული ამბები იზიდავთ და აინტერესებთ. მათთვის საინტერესოა ამბები ცხოველებზე და ფრინველებზე, ამიტომ შესაძლებელია მათ ენციკლოპედიური ხასიათის საბავშვო ლიტერატურაც შევთავაზოთ.

– როცა ბავშვს არ მოსწონს წიგნის კითხვა, ზოგიერთი მშობელი განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენს, დაძალების მეთოდს იყენებს, რამდენად შესაძლებელია დაძალებით ბავშვს კითხვა შევაყვაროთ და რას ურჩევდით ასეთ შემთხვევაში მშობლებს?

– როცა ბავშვს კითხვა უძნელდება, კარგავს ინტერესს და გაურბის წიგნის კითხვას. მშობელი კითხვის დაძალებით კიდევ უფრო შეაძულებს კითხვის პროცესს. თუკი ბავშვს კითხვის სწავლა უძნელდება, პირველ ეტაპზე მშობელი უნდა დაეხმაროს მას, წაიკითხოს მასთან ერთად, წაიკითხონ რიგრიგობით. ყოველ ჯერზე შეაქოს, რომ უკეთ გამოუვიდა. ძილის წინ შესთავაზოს კლასგარეშე, მცირე ზომის ლიტერატურა, რომელსაც თვითონ წაუკითხავს. გარკვეული პერიოდის შემდეგ სთხოვოს თავის პატარას, ძილის წინ მან წაუკითხოს წიგნი (ანუ გაცვალონ როლები), უთხრას რომ ძალიან სასიამოვნოა, როცა მის წაკითხულს უსმენს, რომ ეს პროცესი დასვენებაში, განტვირთვაში ეხმარება. მშობელმა უნდა წაახალისოს შვილი, წიგნის კითხვა სასიამოვნო პროცესად უნდა აქციოს და არა მოვალეობად.

– რა ასაკიდან არის ბავშვი მზად, რომ დამოუკიდებლად დაიწყოს მხატვრული ლიტერატურის კითხვა?

– ბავშვი როგორც კი ყველა ასო-ბგერას ისწავლის, მშობელმა წასაკითხად უნდა შესთავაზოს მისი ასაკის შესაბამისი მცირე ზომის მოთხრობები. კარგი იქნება, თუ ბავშვს ხშირად წავიყვანთ წიგნის მაღაზიაში და საშუალებას მივცემთ აარჩიოს მისთვის სასურველი წიგნი. თავიდანვე ხელი უნდა შევუწყოთ, მიეჩვიოს დამოუკიდებლად კითხვას. რაც უფრო ადრიდანვე მივაჩვევთ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას, მით უფრო მალე ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ მკითხველად.

 

წყარო: mshoblebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს სახიფათოა, არ გააკაროთ ბავშვებს!” – ექიმი მშობლებს აფრთხილებს
  • რა ქონება ფლობს და როგორია რომის ახალი პაპის ხელფასი
  • არ გაბედოთ მარწყვის ჭამა, თუ… – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge