ცოტა ხნის წინ გაზეთ “ასპინძის” რედაქტორი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გაზეთ „ასპინძის“ რედაქტორის, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრის, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის „ოქროს ფრთის“ ლაურიატის და საპატიო ასპინძელის ნათელა ცისკარაძის გარდაცვალების გამო.
თანავუგრძნობთ მის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს”