ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზაზე ავარია მოხდა.
როგორც ცნობილია შემთხვევას სააგენტო ,,რესის” ჟურნალისტი ემსხვერპლა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ცხინვალი-ვლადიკავკაზის დამაკავშირებელი მაგისტრალის მე-3 კილომეტრზე მოხდა.
ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციის თანახმად 41 წლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.