ტელეწამყვან თათია შარანგიას მეუღლე, ჯარჯო თორაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„მე ვზეიმობ სიხარულს, მე ვზეიმობ სიყვარულს, მე ვარ ბედნიერი, ვარ გამარჯვებული. მე სიყვარული ვიგრძენი და შევიგრძენი ბოლომდე! მადლობა თა. ჩემი ცხოვრება შედგა! მიყვარხარ! ჩვენ გავიმარჯვეთ! სიყვარულმა გაიმარჯვა!
დიდი მადლობა ყველას ვინც ეს დღე გაიზიარა ჩვენთან ერთად. თათი, შენ განუმეორებელი ხარ! ჩვენ ბევრი ვართ, ძლიერები ვართ!“,- წერს თორაძე.
შეგახსენებთ, შარანგიასა და თორაძეს ქორწილი სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ.