მომღერალი, ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბათუმში სოლო კონცერტს გამართავს.
“ჩემო ძვირფასებო, American Idol-ის შემდეგ, გეპატიჟებით ჩემს პირველ სოლო კონცერტზე!30 ივნისს, ბათუმში, პირველად გავმართავ ისეთ სოლო კონცერტს, რომელზეც მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მქონოდა… გელოდებით ყველას, მიყვარხართ!“ – წერს ბუზალაძე