ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე ეხმაურება თბილისში მომხდარ ფემიციდის სავარაუდო ფაქტს და ნინო წილოსანს მიმართავს:
“მორიგი მოკლული ქალის ტრაგედიაზე ვწერ: დიდი უბედურება ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში ქალების მიმართ. დაუცველები ვართ. ნინო წილოსანო, შენი კორუმპირებულობის, არაკომპეტენტურობის, უსაქმურობის და კონფორმიზმის ბრალიცაა ეგ. წამი რომ არ გიმუშავია ამ საქმისთვის, ტორტივით რომ ჩაგახუტეს გენდერული საბჭო მამიკოს ფულების გამო და წარმოდგენა რომ არ გაქვს რა დღეში არიან ქალები მართლა. აფუჭებ მაგ ადგილს შენ, აფუჭებ გენდერულ საბჭოს და ათიათასობით ქალს აზარალებ. პირდაპირ აგებ პასუხს ამ უმოძრაობით ამ ძალადობაზე, რაც ხდება. გადადექი!” – წერს ანა დოლიძე.
ცნობისთვის, ქმარმა ყოფილი ცოლი ჯერ გაიტაცა, ავტომობილში გაგუდა, ორი დღის შემდგ კი ცხედარის გადასამალად სხვა ავტომობილი იქირავა და გვამი გლდანის ხევში დატოვა.
