გლდანში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები – 27 წლის მოკლული ქალის ძებნაში თავად მკვლელიც აქტიურად მონაწილეობდა. ამის შესახებ გარდაცვლუილის ახლობლები ყვებიან.
მოკლული ქალის მეგობრებმა განგაში მას შემდეგ ატეხეს, რაც ის რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. პოლიცია დამნაშავის კვალზე მას შემდეგ გავიდა, რაც 27 წლის ქალის დასახიჩრებული ცხედარი ხევში გამვლელებმა შემთხვევით ნახეს.
ცნობისთვის, ქმარმა ცოლი ჯერ გაიტაცა, ავტომობილში გაგუდა, ორი დღის შემდგ კი ცხედარის გადასამალად სხვა ავტომობილი იქირავა და გვამი გლდანის ხევში დატოვა.
