თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც მოკლულის ახლობელმა ამბონს, წყვილი 7 წლის წინ დაშორდა, თუმცა, კაცი მუდმივად შერიგებას სთხოვდა.
“დაშორების შემდეგ სულ შერიგებას სთხოვდა. იმ დღეს შეხვდა, რომ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა, შემდეგ შელაპარაკება მოუვიდათ…. მარიამის დედა ემიგრანტია, იტალიაში იმყოფება. გოგო თემქაზე შვილებთან ერთად ცხოვრობდა. საოცარი ხასიათი ჰქონდა, იყო თბილი, კომუნიკაბელური… როგორც ვიცით, იმ საბედისწერო დღეს ყოფილ ქმარს შვილები დედამისთან ჰყოლია წაყვანილი…“, – ამბობს მარიამ მაზიაშვილის ახლობელი “პრაიმტაიმთან”.
ცნობისთვის, ქმარმა ცოლი ჯერ გაიტაცა, ავტომობილში გაგუდა, ორი დღის შემდგ კი ცხედარის გადასამალად სხვა ავტომობილი იქირავა და გვამი გლდანის ხევში დატოვა.
პოლიციამ კაცი უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს დანაშაული 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
