,,პრემორბიდული ფონი(თანმხლები დაავადება) არ უნდა უდრიდეს კოვიდის შემთხვევაში აუცილებელ ლეტალურ გამოსავალს!!! ძალიან ვღიზიანდები ამ შეკითხვაზე, იქნებ ექიმებმაც და მედიამაც ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან ეს ფრაზა, რომელიც კიდევ უფრო აკნინებს ჩვენს ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემას!!!” – ამის შესახებ ექიმი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პედიატრი მედიასა და მედიკოსებს მიმართავს რომ ფრაზა ლექსინოკიდან ამოიღონ.
“სწორედ პრემორბიდული ფონის მქონე პაცენტებს სჭირდებათ ინტენსიური მართვა და მათი გადარჩენით (გამოჯანმრთელება, დასტაბილურება) ფასდება ჯანდაცვის სისტემის დონე და გამართული მუშაობა! ნუ ვაყალიბებთ ნიჰილიზმს ადამიანებში, ადამიანთა უდიდეს პროცენტს აქვს თანმხლები დაავადება!! იცით, რომ ერთი სათნო მოხუცის ფსიქიკაზე ისე იმოქმედა ამ სიტუაციამ, რომ დაადუმა, აღარ საუბრობს და რამდენი ასეთი… გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!”, – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.