მომღერალი მარკუს მეტრეველი მეუღლესთან ერთად, ერთ-ერთ წვეულებაზე გამოჩნდა.
მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნა, რასაც ბევრი დადებითი შეფასება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ წყვილი საჯაროობას ერიდება.
მისი რჩეული დალი ხაბულიანია.
როგორც მომღერალმა მაშინ გაგვიმხილა, მეორე ნახევარი სწორედ ის ქალია, რომელიც ციხეში, ქალთა კოლონიაში, საკუთარ კონცერტზე გაიცნო და მისმა სიძლიერემ მოხიბლა.
ერთ-ერთ ინტერვიუში თავადვე აღნიშნა, რომ მეუღლე მასზე 10 წლით უფროსია.