ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტებით, იმ პაციენტებისთვის ვისაც COVID19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ მშრალი ხველა დარჩათ, ეს გრიპზე ვაქცინაციისთვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. მისი თქმით, გრიპის აცრის გადავადების ერთადერთი მიზეზია მაღალი ტემპერატურა. როგორც ბუწაშვილი ამბობს, პანდემიის პირობებში გრიპზე აცრისგან ბევრი ადამიანი იკავებს თავს, თუმცა კოვიდი გრიპის აცრის წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს.
„გრიპის სეზონი დაიწყო და კოვიდ გადატანილი პაციენტები გარკვეულწილად არიან რისკჯგუფში და გრიპზე აუცილებლად უნდა აიცრან. კოვიდისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ანტისხეულების გამომუშავებას ორი კვირა სჭირდება და შესაბამისად გრიპის სეზონს მომზადებული რომ შეხვდეთ უნდა აიცრათ.
„ზოგი ამბობს, რომ იყო კოვიდინფიცირებულის კონტაქტი ან ინფექცია გადაიტანა. „ეს ყველაფერი აცრის წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს, არამედ გრიპის რისკის შესამცირებლად დამატებითი არგუმენტია“, – აღნიშნა ბუწაშვილმა. .