ამერიკის შეერთებულ შტატებში გულის უკმარისობით ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, პოლიციის მაიორი, ლია პარკაული გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას გარდაცვლილის მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“შენზე ოდესმე წარსულში თუ დავწერდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი… ისეთი გაოგნებული და შოკირებული ვარ, ვერც სიტყვას და ვერც აზრს თავს ვერ ვუყრი… ყოველი დღე და წუთი თვალებში მიტრიალებს… ყოველი…. თუთიყუში რომ გაგიფრინდა, მტირალი მცხეთაში ძალით რომ ,,წაგათრიე” , რამდენი სისულელე მოვიგონე, რომ გამეღიმებინე…ღმერთო, რამდენი რამე მახსენდება…. კოჯორში ნიკამ ფეხი რომ გადაიყვლიფა, მარტო შენ რომ მიგიკარა შესახვევად, თან მოვკვდებიო, რომ ბღაოდა, და მერე, მთელი წლები სულ სიცილით რომ უყვებოდი ამ ამბავს… ღმერთო, რამდენიიიი…. მე, ჩემი პარკაული მყავდა, ჩემი ბრდღვიალა ლიკა პარკაული….
ესაა ჩვენი ბოლო კონტაქტი… ღმერთო, რა ვიცოდი, რა ვიცოდიიიი
მშვიდობით, ჩემო ერთგულო მეგობარო, აქ ვერ გნახე, და იქ აუცილებლად შეგხვდები….” – წერს გარდაცვლილის ახლობელი ნინო დონაძე