Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ უწყობდნენ შალვა ნათელაშილის შილები მამას აქციას

June 5, 2023
რატომ უწყობდნენ შალვა ნათელაშილის შილები მამას აქციას

დაკო ნათელაშვილი შალვა ნათელაშვილის შვილი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ იურისტების ოჯახში გაიზარდა, საკუთარ სათქმელს ხელოვნების ენით უკეთ ამბობს, განსაკუთრებით უყვარს ბუნება და ყველაზე ბედნიერად სწორედ ის დრო ახსენდება, როცა მასთან სიახლოვით იყო განებივრებული.

დაკო ნათელაშვილი: მე და ჩემი ძმა სოფელში ვიზრდებოდით. ბედნიერი ბავშვობა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი გაჭირვება ჩვენც გვეხებოდა, ყველაფერი საოცრად კარგად მახსენდება. ცხოველების გარემოცვაში, ტყის პირას ვცხოვრობდით, ბუნებასთან ძალიან მჭიდრო კავშირში და ჩვენზე ყველა განსაკუთრებული სიყვარულით ზრუნავდა.

– როგორია მოგონებები იმ დროიდან?

– იმ წლებში ბრაკონიერობა იყო გავრცელებული და მახსოვს, ერთხელ, მგლის ლეკვი გამოსტაცა მონადირეს ბებიაჩემმა ხელიდან, მგელი, რომელსაც დედა მოუკლეს. რაღაც პერიოდი უამრავი ცხოველი გვყავდა შინ. ვზრდიდით და მერე ან ბუნებაში ვუშვებდით, ან ზოოპარკში მიგყავდა.

– ცხოველების მიმართ შიში არ გქონდათ?

რატომ უწყობდნენ შალვა ნათელაშილის შილები მამას აქციას– არა. დედამიწაზე ყველას თანაბარი არსებობის უფლება გვაქვს. მხოლოდ ადამიანებისთვის არავის მოუცია ეს სამყარო და ჩვენ არ უნდა შევიჭრათ ცხოველების გარემოში. თუმცა, სამწუხაროდ, შეჭრილები ვართ. მე ვიცავ მათ გარემოს და მათთან დისტანციასაც. არ მეშინია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მგელი დავინახო და პირდაპირ მივიდე მასთან მოსაფერებლად, ეს დიდი სისულელეა. შეძლებისდაგვარად ვზრუნავ ცხოველებზე მთელ ჩემს ოჯახთან ერთად.

– თუმცა გველი მოგიკლავთ, ჭია გგონებიათ.

– კი, მაშინ პატარა ვიყავი და საერთოდ არ ვიცოდი, მოკვლის ფენომენი რას ნიშნავდა. მიწას ვჩიჩქნიდი ხოლმე, ჭიები ამომყავდა და რატომღაც ვჭამდი. ახლა ისე ძალიან არ მიყვარს ჭიები (იცინის). ეს გველიც ჭია მეგონა და თუ სწორად მახსოვს, მოვკალი. ეს ჩემთვის გრანდიოზული ნანადირევი იყო, ანუ ძალიან გრძელი ჭია. გადავწყვიტე ჩემი ნადავლი მამაჩემისთვის მიმეტანა საჩუქრად. ველოდები შექებას, ოვაციებს და უცებ, მთელი ოჯახი დაიფანტა. ზოგი სად გარბოდა, ზოგი სად. ვინც პირველი მოვიდა გონს, ცოცხით მომიახლოვდა და ხელზე მირტყამდა, რომ გველისთვის გამეშვა. თუმცა ის უკვე მკვდარი იყო, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, მკვდარი ვიპოვე თუ მე მოვკალი. ყოველ შემთხვევაში, მოვკლავდი, არც ეგ გამიჭირდებოდა, მაგრამ, რომ გავიზარდე და სიკვდილის ფენომენი გავიაზრე, ყველაფერი შეიცვალა.

– პროფესია როგორ აირჩიეთ?

– იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაინტერესებდა, რა იყო თავისუფლება, სიკვდილი, საერთოდ, რა აზრი ჰქონდა ჩვენს ცხოვრებას და ასე შემდეგ, ჩავაბარე ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მეგონა, ჩემს შეკითხვებზე პასუხებს მივიღებდი. თუმცა, თავი გამოვიტენე სხვადასხვა ფილოსოფოსის ნააზრევით, რომელთაგანაც ობიექტური ჭეშმარიტება არცერთი არ იყო. მივხვდი, რომ ჩემი შეკითხვები პასუხგაუცემელი დარჩა. უფრო სწორად, მათ პასუხი არ გააჩნიათ, მათზე ყველა თავისებურ პასუხს სცემს, ეს მარადიული შეკითხვებია, რომელთა პასუხიც უნდა ეძიო, მაგრამ არა სხვებში, არამედ საკუთარ თავში. შემდეგ გადავწყვიტე, ზუსტ მეცნიერებას დავუფლებოდი და ბუნებრივი რესურსები შევისწავლე. ჩემს სამაგისტრო ნაშრომში თბილისში ჰაერის დაბინძურებას ვიკვლევდი.

ნახეთ სრულად 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა გამოაცხადა“ – ჩიკვაიძის დედა
  • „12 მაისს ცეცხლის უპირობო შეწყვეტა უნდა ამოქმედდეს…“ – რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?
  • „ძვლები აქვთ ჩამსხვრეული“ – როგორია ხაშურში დაჭრილი 3 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge