Saturday, July 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სად აღინიშნება საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობა

June 3, 2023
(ვიდეო) კვარა და ოსიმენი შეუჩერებელია! – ხვიჩას მეორე ასისტი და ოსიმენის მეორე გოლი

4 ივნისს, ნეაპოლში, მარადონას სახელობის სტადიონზე „ნაპოლის“ გუნდს საზეიმოდ გადაეცემა თასი. ოფიციალური საზეიმო ღონისძიებებიც სწორედ 4 ივნისს გაიმართება ნეაპოლში.

როგორც „სტუდია თბილისი-ნეაპოლის“ ორგანიზატორები აცხადებენ, ფეხბურთისა და ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ამბავი აქვთ:

„სად აღვნიშნავთ საქართველოში კვარაცხელიას ჩემპიონობას და როგორ ვხვდებით „ნაპოლის“ გუნდის ბოლო თამაშს და თასის გადაცემის ცერემონიალს?

თბილისში, 4 ივნისს „ისთ ფოინთის“ ტერიტორიაზე (შადრევანთან) ჩატარდება დიდი აქცია:

• 17:00 საათზე გაიმართება შეჯიბრი, მარადონას სახელობის ტურნირი, რომელმაც უნდა გამოავლინოს – ვინ არის საქართველოში ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი, სკოლის მოსწავლეებს შორის?

• აქცია იწყება 4 ივნისს და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში.

• ამ დღეს აქციაში მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე სკოლა.

• 2023 წელს აქციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა სკოლა.

• სკოლის გამორჩეული ყველაზე ტექნიკური მოსწავლე გადავა ფინალში.

აქციის დროს მოხდება სატელევიზიო ჩართვები ნეაპოლიდან, სადაც „ნაპოლი-სამპდორიას“ მატჩის დაწყებამდე ზუსტად 3 საათით ადრე, ქართველი და იტალიელი „ტიფოზები“, შეიკრიბებიან და მოაწყობენ საზეიმო მსვლელობას სტადიონის მიმართულებით, სადაც ქართველი და ცნობილი იტალიელი ჟურნალისტები გააშუქებენ საქართველოსა და ნეაპოლში მიმდინარე აქციებს და ნეაპოლში არსებულ საფეხბურთო კლიმატს.

20:30 საათზე მოხდება ნაპოლი-სამპდორიას მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია, სპეციალურად სტუმრებისთვის დამონტაჟებულ დიდ მონიტორზე.

„ისთ ფოინთში“ შეკრებილ გულშემატკივრებს მიმართავს დიეგო მარადონა უმცროსი. მოწვეულნი არიან სხვადასხვა სპორტის სახეობების მიმდინარე ჩემპიონები და ქართული ფეხბურთის ვეტერანი ვარსკვლავები.
ტურნირის საპატიო პრეზიდენტი გახლავთ დიეგო არმანდო მარადონას შვილი – დიეგო მარადონა უმცროსი.

გამარჯვებული (ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი) გახდება მარადონას პრიზის მფლობელი.

საქართველოს სკოლებს შორის აქციები გაგრძელდება 2023 წლის ბოლომდე.

ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები გაემგზავრებიან ნეაპოლში და დაესწრებიან „ნაპოლის“ ერთ-ერთ მატჩს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ ვალუტას დღეს?
  • როგორი ამინდი იქნება აგვისტოში – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge