ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ლაზარე გრიგორიადისის მამის დაკავებას ეხმაურება და წერს:
“კარვის დადგმაში, რისი უფლებაც ადამიანს აქვს, ხელი უკანონოდ შეუშალეს, დააკავეს და ახლა სასამართლო მას აჯარიმებს 2 ათასი ლარით.
პუტინის რუსეთში სხვა კი არაფერი ხდება, მასშტაბებია უბრალოდ სხვა!”
ცნობისთვის, ბექა გრიგორიადისი მოსამართლემ ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი 2 000-ლარი დააკისრა.
გრიგორიადისი გასულ ღამეს, პარლამენტთან იმ დროს დააკავეს, როცა ის კარვის გაშლას ცდილობდა. ლაზარეს მამას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.