ბორჯომელი ახალგაზრდა 10–დღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ გომთან, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, წყლიდან გამორიყული ცხედარი სავარაუდოდ მწყემსმა ნახა.
ცნობისთვის, ნიკოლოზ მეტრეველისგან ქრთამის სახით, დიდი ოდენობის თანხის მითვისება 2020 წელს, ბორჯომის ყოფილმა მერმა ლევან ლიპარტიამ და გიორგი გოგიჩაიშვილმა სცადეს, ამ ფაქტის გამო, მუნიციპალიტეტის პირველი პირები დააკავეს.
გასული წლის 3 ნოემბერს, ბორჯომში, მეტრეველის ავტომობილი დაიწვა. მაშინ ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ბიზნესმენის მანქანა მიზანმიმართულად დაწვეს.