სისხლიანი გარჩევა ხელვაჩაურში მკვლელობით დასრულდა. ძმამ ძმა მოკლა, შემთხვევა დღეს დილით, სოფელ კიბეში მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აღნიშნეს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა.
სოფელ კიბეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ნოდარ იაკობაძის თქმით, შემთხვევის მოტივი ოჯახური კონფლიქტი გახდა. გარდაცვლილი 35 წლამდე მამაკაცია.
წყარო: tv25.ge
