სარაგბო კლუბი “არწივები” საწმუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ქართული რააგბის ლეგენდა ბორის ზიბზიბაძე.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართული რაგბის ლეგენდის, პროფესიონალი კომისრისა და ოზურგეთის “არწივების” დიდი გულშემატკივრის, ბორის ზიბზიბაძის გარდაცვალების გამო!
სამძიმარს ვუცხადებთ სრულიად რაგბის სამყაროს, მეგობრებსა და ახლობლებს ასეთი ღირსეული და გამორჩეული პიროვნების, თავისი საქმის ოსტატის განსვენების გამო!
სიტყვებით გადმოუცემელია ის ტკივილი, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის ბატონი ბორისის დაკარგვით!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული ცათა სასუფეველში… 🙏”
