Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რაც შემეძლო გადავყევი შვილებს, მაგრამ არ მელაპარაკებიან… ის ქალი ბლოკავს ჩვენს ურთიერთობას” – იუმორისტის უცნობი ცხოვრება: იძულებითი ქორწინება რუს ქალთან და დანგრეული ოჯახი

June 1, 2023
“რაც შემეძლო გადავყევი შვილებს, მაგრამ არ მელაპარაკებიან… ის ქალი ბლოკავს ჩვენს ურთიერთობას” – იუმორისტის უცნობი ცხოვრება: იძულებითი ქორწინება რუს ქალთან და დანგრეული ოჯახი

იუ­მო­რისტ ბი­ძი­ნა მა­ხა­რა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. მსა­ხი­ო­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე „იუ­მო­რი­ნას“ კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მო­დის. თა­მა­შობ­და სე­რი­ა­ლებ­შიც. წლე­ბის წინ იუ­მო­რის­ტი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი გახ­ლდათ, მისი მე­უღ­ლე ეროვ­ნე­ბით რუსი იყო, რო­მელ­თა­ნაც ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თი და­ტო­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და მე­ო­რედ იქორ­წი­ნა. ქარ­თველ მე­უღ­ლეს­თან შვი­ლი აღარ შეს­ძე­ნია. ამ­ბობს, რომ თა­ვის ვა­ჟებ­თან დღეს ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ აქვს, რად­გან მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას დედა უკ­რძა­ლავთ. ქალი ვერ პა­ტი­ობს, რომ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და მე­ო­რედ იქორ­წი­ნა.

ამ­ჯე­რად მსა­ხი­ობ­მა გა­და­ცე­მა „სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ში“ ისა­უბ­რა. კი­თხვა­ზე, თვლი­და თუ არა შეც­დო­მად პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბას, და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა.

ბი­ძი­ნა მა­ხა­რა­ძე:

– ამ თე­მა­ზე დი­სერ­ტა­ცია შე­მიძ­ლია და­ვიც­ვა. ოს­ტროვ­სკის პი­ე­სე­ბი რომ მე­ნა­ხა, ამ ქალს მე ცო­ლად არ მო­ვიყ­ვან­დი, რად­გან იქ კარ­გად აქვს და­ხა­ტუ­ლი, რუსი ქალი რა არის. მყავ­და რუსი ცოლი, დიდი ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბით, ორი დიდი კულ­ტუ­რა შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს. სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ცო­ლის მოყ­ვა­ნა სხვა არის, მე რუ­სეთ­ში მო­ვიყ­ვა­ნე, სხვის მო­ე­დან­ზე. ეს შეც­დო­მა დე­და­ჩემ­მა და­მაშ­ვე­ბი­ნა, მი­თხრა, შენ მსა­ხი­ო­ბი ხარ, ცო­ლის მომ­ყვა­ნი აღარ ხარო, თან სა­ერ­თო შვი­ლი უკვე გვყავ­და. მომ­კი­და დე­და­ჩემ­მა ქე­ჩო­ში ხელი და ხელი მო­მა­წე­რი­ნა.

არც მე მიყ­ვარ­და და არც მას, იმას გათ­ვლა ჰქონ­და ქარ­თველ­ზე. ქარ­თვე­ლია, ფული ექ­ნე­ბა. ჩემი სა­შუ­ა­ლე­ბით ბინა გა­ი­კე­თა მოს­კოვ­ში. 1994 წელი იყო, და­ინ­გრა ყვე­ლა­ფე­რი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი აღარ არ­სე­ბობ­და. „გე­პეი“ და­ვამ­თავ­რე, პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნერ-ელექტრი­კო­სი ვარ. ასე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იყო, „მო­სე­ნერ­გო“, სა­დაც მონ­ტი­ო­რად მო­ვე­წყე, იმის­თვის, რომ ბინა მი­მე­ღო. შვი­დი წელი ვი­მუ­შა­ვე მონ­ტი­ო­რად და სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა მი­ვი­ღე. იქ ისე­თი რა­ღა­ცე­ბი გა­დამ­ხდა, არ მინ­და მო­ყო­ლა. გა­ინ­ტე­რე­სებთ თუ მი­ღა­ლა­ტა? – არა, უბ­რა­ლოდ, რუსი იყო. სხვის მო­ე­დან­ზე არ ღირს რუ­სის მოყ­ვა­ნა, იქ რომ მო­იყ­ვან და აქ ჩა­მო­იყ­ვან, მა­შინ სხვა თე­მაა. იქ და­ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენ­დნენ.

ცოლი არ იყო ჯერ, ვსაყ­ვარ­ლობ­დით, მე მაგ დროს ჯარ­ში ვი­ყა­ვი. ერთ დღეს, მო­მი­ვი­და წე­რი­ლი, ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა ბიჭი. მა­ი­ორს ვუ­თხა­რი, უნდა ჩა­ვი­დე მოს­კოვ­ში და გა­და­ვათ­ქმე­ვი­ნო-მეთ­ქი. არ მინ­დო­და შვი­ლი საყ­ვარ­ლის­გან, ცო­ლად რომ მდო­მე­ბო­და, ხომ მო­ვიყ­ვან­დი-მეთ­ქი. 41 წლი­საა ახლა ჩემი ბიჭი, ცოლს ხან­და­ხან ვუ­რე­კავ და შვი­ლი არ მე­ლა­პა­რა­კე­ბა.

მე რაც კი შე­მეძ­ლო, გა­დავ­ყე­ვი შვი­ლებს, მაგ­რამ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს. ამ ქალ­თან მე­ო­რე შვი­ლიც შე­მე­ძი­ნა. ამ დროს უკვე გა­ი­გო, რომ ქარ­თვე­ლი ქალი მომ­ყავ­და ცო­ლად და მა­ინც გა­ა­ჩი­ნა.

"რაც შემეძლო გადავყევი შვილებს, მაგრამ არ მელაპარაკებიან... ის ქალი ბლოკავს ჩვენს ურთიერთობას" - იუმორისტის უცნობი ცხოვრება: იძულებითი ქორწინება რუს ქალთან და დანგრეული ოჯახი
ბი­ძი­ნა მა­ხა­რა­ძე მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ვუ­რე­კავ შვი­ლებს, მაგ­რამ არ მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, რად­გან დე­და­მი­სი მი­ვა­ტო­ვე. არ­კა­დი 41 წლის არის, ჩემ გვარს ატა­რებს, მაგ­რამ მისი შვი­ლი აღარ არის მა­ხა­რა­ძე. მე ვუ­თხა­რი, შენ არა­ნა­ი­რი მა­ხა­რა­ძე არ ხარ-მეთ­ქი, დე­და­მისს ჰგავს ძა­ლი­ან. მე სულ ხე­ლოვ­ნე­ბით ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ჩემი მო­ტყუ­ე­ბა ად­ვი­ლია. შვი­ლე­ბი მიყ­ვარ­და, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ჩემი იქ გა­ჩე­რე­ბა.

მე­ო­რედ რომ ვი­ქორ­წი­ნე, 55 წლის ვი­ყა­ვი. მე კი მინ­და შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა, მაგ­რამ ის ქალი იცი რა ჭკვი­ა­ნია, ენა უჭ­რის, დე­მა­გო­გია, ტვი­ნი გა­უ­რე­ცხა ბავ­შვებს და ბლო­კავს ჩვენ ურ­თი­ე­რო­ბას. ჩემ­გან არა­ნა­ი­რი ცუდი მოქ­ცე­ვა არ ყო­ფი­ლა. ახ­ლაც მივ­მარ­თავ და­მა­ლა­პა­რა­კოს ბავ­შვე­ბი, დაბ­ლო­კი­ლი ვარ, გე­უბ­ნე­ბით.

2006 წელს გა­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­რი­ა­ლი „სა­პო­ნი“, სა­დაც მეც ვთა­მა­შობ­დი და თვე­ში 200 დო­ლარს მიხ­დიდ­ნენ. ამ თან­ხას ყო­ველ­თვე ვაგ­ზავ­ნი­დი რუ­სეთ­ში. ერთხე­ლაც და­ვუ­რე­კე ყო­ფილ ცოლს და ვუ­თხა­რი, უმ­ცრო­სი შვი­ლი კოს­ტია გა­მო­მიგ­ზავ­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში-მეთ­ქი, ბავ­შვს გო­ნი­ო­ში და­ვას­ვე­ნებ-თქო, გზის ფულ­საც მე გა­და­ვიხ­დი, 2000 დო­ლა­რი მო­მე­ცი და გა­მო­ვუშ­ვე­ბო. არც ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბა ჭრის, არა­ფე­რი, მო­წამ­ლუ­ლი აქვთ ბავ­შვებს ტვი­ნი. რომ ვუ­თხა­რი ქარ­თუ­ლი ვის­წავ­ლოთ-მეთ­ქი, რად მინ­და შენი ქარ­თუ­ლიო.

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge